ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№38

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 01.10

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ვოლტერი: საკვირველია, რომ ჩვენ შევთხოვთ ღმერთს, შეცვალოს ჩვენი მდგომარეობა და იმავდროულად არ გვესმის, რომ მან გამოგვიგზავნა ის, რათა შევცვლილიყავით ჩვენ.

კონფუცი: სულელი მთელ სიცოცხლეს გაატარებს ბრძენის გვერდით და ოდნავადაც ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას, ისევე, როგორც კოვზი ვერასდროს გაიგებს საჭმლის გემოს.

კანტი: მართე შენი ბუნება, თორემ ის გმართავს შენ.

მარლენ დიტრიხი: ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა.

ბუდა: სამყარომ იცის, რა იქნება უმჯობესი. ადრე თუ გვიან ის შეგვახვედრებს საჭირო ადამიანებს და დაგვაშორებს არასასარგებლოს.

მარკ ტვენი: შეხვდები ადამიანებს, რომლებსაც დაავიწყდები. გავიწყდებიან ადამიანები, რომლებსაც ხვდები. თუმცა, ზოგჯერ გადაეყრები ადამიანებს, რომლებსაც ვერ დაივიწყებ. მათ შენი მეგობრები ჰქვიათ.

სოკრატე: ილაპარაკე, რომ გაგიცნო.

ეფრემ ასური: ნუ გაექცევი დამცირებას ღვთის გულისთვის, არამედ ეძიებდე მას.

პაისი დიდი: ერთ ცოდვას ყოველთვის მეორესთან მივყავართ.

ამბა ისაია: ვიდრე ხორცი ვნებებისთვის მუშაობს, მანამდე სული ღმერთს არ იცნობს.

შექსპირი: ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს იქ, სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის.

ბაფეტი: თუ ვერ იპოვით გზას, რომ ფული ძილის დროსაც გამოიმუშაოთ, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობა მოგიწევთ.

ვოვენარგი: მიატოვე რაღაც ვინმესთვის, მაგრამ ნუ მიატოვებ ვინმეს რაღაცისთვის.

მონტენი: შეიცვალე მანამდე, სანამ იძულებული გახდები.

შოუ: ყოველ ქალს საკუთარი თავი შეუცვლელი ჰგონია, ამასთან ფიქრობს, რომ ნებისმიერი სხვა ქალის შეცვლა შეუძლია.

მოლიერი: ქალი, რომელშიც ღვთაებრივს ვერაფერს ხედავ, ბედნიერებას ვერ მოგანიჭებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი