ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 17.09, 2023 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ერნსტ ლეგუვე: აღზრდის მიზანია, ვასწავლოთ ჩვენს შვილებს უჩვენოდ ცხოვრება.ც

ადლერი: სჯობს, აკეთო არაფერი, ვიდრე არაფერი არ აკეთო.

ჩერჩილი: თუკი ჯოჯოხეთს გადიხარ, სვლა განაგრძე.

ანდრე მორუა: ბედნიერება წამიერია, ჩვეულება – მარადიული.

ციცერონი: ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება, მშობლებმა მემკვიდრეობით დაუტოვონ შვილებს, ეს პატიოსანი ცხოვრების მაგალითია.

შოუ: იცოდე, როგორ გადაიტანო მარტოობა და მიიღო მისგან სიამოვნება, დიდი საჩუქარია.

ჩესტერფილდი: ბრინჯის ეზოში დაყრა ცოდვაა – ჩიტები ჩხუბს იწყებენ.

ფორდი: რეპუტაციას ვერ შეიქმნი იმ საქმეებით, რომელთა გაკეთებასაც მომავალში გეგმავ.

ომარ ხაიამი: ამბობენ, რომ ცრემლები სისუსტეა. თუმცა, ეს არ არის სისუსტე, ეს არის მტკიცება იმისა, რომ თქვენ გაქვთ სული.

მარკოზ მოსაგრე: ქარის მოძრაობის გარეშე ღრუბლები არ წარმოიქმნება, ასევე არ გაჩნდება ცოდვა ზრახვების გარეშე.

იოანე ოქროპირი: უმჯობესია, ბოროტება დაითმინო, ვიდრე ბოროტების მიზეზი იყო; უმჯობესია იყო მსხვერპლი, ვიდრე ბოროტმოქმედი.

ნეტარი ავგუსტინე: სიხარულით მცირედის გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე ბევრის გაცემა.

რუზველტი: სტატისტიკას სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან მის მიხედვით ერთ მილიონერსა და ერთ ღატაკს ერთად აღებულს, ცალ-ცალკე ნახევარი მილიონი აქვს.

ერვე ბაზენი: ქორწინება ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეს ჰგავს, ვინც შიგნითაა, იქიდან თავის დაღწევა უნდა, ხოლო ვინც გარეთაა, შიგნით შეჭრა.

გურამ დოჩანაშვილი: მამაკაცის გვერდით ყოველთვის ის ქალია, რომელიც თავად შექმნა: ან უსიცოცხლო, უხალისო და სევდიანი, ან ლამაზი ქალბატონი, რომელსაც ყველა შენატრის. განსხვავება ქალებს შორის კი არა მამაკაცებს შორისაა – ზოგი უვლის ბედის საჩუქარს, ზოგი კი უმადურია.

ტვენი: თუ გინდა, მამაკაცი გაიცნო, დაათვრე. თუ გინდა, ქალი გაიცნო, გააბრაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 15.12, 2024 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 15.12, 2024 წელი

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 08.12, 2024 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
ბრძნული აზრები

18:00 01.12, 2024 წელი

ცნობილების ციტატები
ბრძნული აზრები

18:00 24.11, 2024 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 17.11, 2024 წელი

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა