ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 13 წუთის წინ
ნიცშე: დიპლომატია იმაში მდგომარეობს, რომ ძაღლს ეფერო მანამდე, სანამ მისთვის ალიკაპი არ გამზადდება.
ბისმარკი: პოლიტიკა მდგომარეობასთან მორგების ხელოვნებაა.
ტაციტუსი: მოღალატეები მათაც კი ეზიზღებათ, ვისაც ისინი ემსახურებიან.
ტვენი: სუსტი კამათში მიზეზს ეძებს თავის გასამართლებლად, ძლიერი – გზას თავის გასათავისუფლებლად.
ორუელი: ნებისმიერ ქაოსს ფარული დირიჟორი ჰყავს.
ვოვენარგი: ვერ შეაჩერებ ადამიანს, რომელსაც გამარჯვება აქვს გადაწყვეტილი, ისევე როგორც ვერ უშველი მას, ვინც თავადვე მიდის დამარცხებისკენ.
ადამ სმიტი: ცდომილება, რომელიც თავის თავში მოიცავს სიმართლის რაღაც ნაწილს, ყველაზე საშიშია.
ებნერ-ეშენბახი: მთელი ცხოვრება იწყება ეჭვით და მთავრდება რწმენით.
მონტენი: შენდამი მოქცევის მიხედვით, კაცს ნუ შეაფასებ. დააკვირდი, როგორ ექცევა ის სხვებს.
ილია მეორე: გაეცი ის, რაც წარმავალია, რათა შეიძინო ის, რაც მარადიულია.
მამა თეოდორე (გიგნაძე): კი არ განიკითხო – მოიკითხე... კი არ დაასმინო – მოუსმინე... თითს ნუ მიუშვერ – ხელი გაუწოდე.
იოანე ოქროპირი: ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა, რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც ცოდვასთან და ბოროტებასთან.
მოშე დაიანი: თუ მშვიდობა გინდა, მეგობრებს კი არა, მტრებს უნდა ესაუბრო.
ვოლტერი: რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო იოლია ცხოვრება.
ჩესტერფილდი: ვინც მეტს გრძნობს, იმას უფრო ხშირად უტყდება გული.
უაილდი: ქალისა და მამაკაცის აღზრდილობის ნამდვილი გამოცდა ჩხუბის დროს მათი ქცევაა.
ჟვანეცკი: ქალებმა პროსტიტუცია გამოიგონეს, რათა სექსის სანაცვლოდ ფული მიეღოთ, კაცებმა ქორწინება გამოიგონეს, რათა სექსში ფული არ გადაეხადათ, პოეტებმა კი სიყვარული გამოიგონეს, რათა ეს ყველაფერი ასე საზიზღრად არ გამოჩენილიყო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

