ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 12 წუთის წინ
ბერტრან რასელი: დემოკრატიის დროს ტუტუცებს უფლება აქვთ ხმის მიცემის, დიქტატურის დროს – მართვის.
ნაპოლეონი: დახელოვნებული პირმოთნენი არანაკლებ დახელოვნებული ცილისმწამებლები არიან.
უისტენ ჰიუ ოდენი: პროპაგანდა მონოლოგია, რომელიც პასუხს კი არ ეძებს, არამედ ექოს.
ჯორჯ ორუელი: ომის დამთავრების ყველაზე სწრაფი საშუალება მისი წაგებაა.
ვოლტერი: საუკეთესო კარგის მტერია
სენეკა: მხეცებს შიმშილი ან შიში აიძულებთ, თავს დაესხან, ხოლო ადამიანს ადამიანის დაღუპვა სიამოვნებთ.
ჩერჩილი: მე ყოველთვის მივსდევდი წესს: ნუ გარბიხარ, თუ შეგიძლია, რომ იდგე; ნუ დგახარ, თუ შეგიძლია, იჯდე; ნუ ზიხარ, თუ შეგიძლია, რომ იწვე.
ჟვანეცკი: ვალის აღების საშუალება ძალზე ცუდ გავლენას ახდენს მეხსიერებაზე.
ჰერაკლიტე ეფესელი: ხასიათი განსაზღვრავს ბედს.
პაისი მთაწმინდელი: ღმერთი ელოდება, რომ ჩვენ მივმართოთ დახმარებისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერევა. ღმერთი პატივს სცემს ჩვენს თავისუფლებას.
მამა გაბრიელი: არასდროს უღალატოთ ღმერთს. სადაც ღმერთი და სიბრძნეა, განსაცდელი ყოველთვის დიდია. ბოლომდე მოითმინე და თუ შეძლებ ბოლომდე დათმენას, სამოთხის კარი გელოდება.
იოანე ოქროპირი: საშინელია არა ცოდვა, არამედ უტიფრობა ცოდვის ჩადენის შემდეგ.
ანდრე მორუა: ამხანაგები უკეთესი აღმზრდელები არიან, ვიდრე მშობლები, რადგან მათ არ სჩვევიათ სიბრალული.
დიოგენე: რა ასაკშია მართებული ქორწინება? – ახალგაზრდებისთვის ჯერ ადრეა, მოხუცებულებისთვის – გვიან.
ლინკოლნი: არ შეიძლება დანებება, არა მარტო პირველი, არამედ ასი ცდის შემდეგაც.
კანტი: ქალის ხვედრია, იმბრძანებლოს, კაცის ხვედრი – იმეფოს, რადგან მბრძანებლობს ვნება, ხოლო მართავს გონება.
რემარკი: ქალი ან უნდა გააღმერთო, ან მიატოვო. სხვა ყველაფერი სიყალბეა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

