ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 19 წუთის წინ
ვოლტერი: პოლიტიკას ყველა დროში ბოროტად იყენებდნენ.
ჯეფერსონი: ყველაზე დიდი უთანასწორობაა, თანასწორად მოექცე უთანასწორო ხალხს.
ჩერჩილი: თუ მტერი გაქებს, დაფიქრდი, რა სისულელე ჩაიდინე.
სოკრატე: ვინც ბრძენია, კეთილიც არის.
რაიკინი: იუმორის არმქონე ადამიანებს ინვალიდობა უნდა მიენიჭოს.
მონტენი: გამართლება კი არა, წასასვლელი გზა მოუძებნეთ უღირს ადამიანებს.
კონფუცი: ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება – ყველაზე კეთილი, მიბაძვა – ყველაზე ადვილი და გამოცდილება – ყველაზე ძნელი.
ვოვენარგი: რამდენი რამ არის, რასაც არასდროს იტყვი, მაგრამ სულ გემახსოვრება.
რუსო: როცა ადამიანს უჭირს, არავინ იცნობს, როცა მას ულხინს, უცნობიც კი იცნობს.
ეფრემ ასური: თუ ღმერთს უნდა შენი ბედნიერება, იგი წაგიყვანს რთული გზებით, რადგან მარტივ გზაზე ბედნიერება არ შეგხვდება.
იოანე ოქროპირი: სიკეთეს, რომელსაც გულით აკეთებ, ყოველთვის საკუთარ თავს უკეთებ.
ამბა დოროთე: სიმამაცე არის შიში ლოცვის შემდეგ.
აინშტაინი: ვერასდროს გადაწყვეტ პრობლემას, თუ ისე იფიქრებ, როგორც ისინი, ვინც ეს პრობლემა შექმნა.
ჰემინგუეი: რა კარგია მარტოობა, მაგრამ რა მშვენიერია, როდესაც არის ვიღაც, ვისაც შეგიძლია, მოუთხრო, რა კარგია მარტოობა.
ოტია: მაძღარი მტაცებელი მხეცი საშიში არაა, მაძღარი ადამიანისგან ღმერთმა დაგვიფაროს.
ჰაინე: ქალები ქმნიან ისტორიას, თუმცა ისტორიას მხოლოდ მამაკაცების სახელები ახსოვს.
ტეტჩერი: სახლი ქალისთვის უნდა იყოს ცენტრი და არა მისი სამყაროს საზღვარი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

