ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№46

ავტორი: „თბილისელები“ 11 წუთის წინ

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

მაკედონელი: მამამ მაჩუქა სიცოცხლე, მასწავლებელმა ცხოვრება მასწავლა, ხოლო გამარჯვება მე თვითონ მოვიპოვე.

მასლოუ: თუკი იმაზე ნაკლები ხარ, ვიდრე შეგიძლია იყო, მთელი ცხოვრება უბედური იქნები.

ვოვენარგი: ცხოვრება შეიძლება, ყოველთვის სამართლიანი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის ყველას რეალურ სახეს აჩვენებს.

ნიცშე: ჭეშმარიტად ყველაზე ახლო ადამიანი არის ის, ვინც იცის შენი წარსული, სჯერა შენი მომავლის, ხოლო ახლა გიღებს ისეთად, როგორიც ხარ.

ჟვანეცკი: იპოვეთ თქვენი მოთმინება, სანამ ჩემსას არ დავკარგავ.

მონტენი: ჭკვიანი ადვილად და დახვეწილად გამოდის რთული სიტუაციიდან. ბრძენი კი ასეთ სიტუაციაში არ მოხვდება.

ჩესტერფილდი: თუ გენიოსი გიწოდეს, ბედნიერებაა. თუ დაიჯერე – უბედურება.

ტოლსტოი: დედამიწა წინაპრებისგან კი არ მიგვიღია მემკვიდრეობით, შვილებისგან გვაქვს ნასესხები.

ილია მეორე: თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით.

იოანე პავლე მეორე: რელიგია არ არის პოლიტიკა, თუმცა, პოლიტიკა მრავალთათვის რელიგიად ქცეულა.

იოანე ოქროპირი: ვისაც მოყვასი სინანულით მწუხარებისკენ მიჰყავს, ის მას ზიანს არ აყენებს.

სოკრატე: არ მითხრა, რა გითხრეს ჩემზე. შენ ის მითხარი, როგორ განიხილავდნენ ამას შენთან ასე მარტივად.

მიგელ დე უნამუნო: გაცნობა უფრო გვიან ხდება ხოლმე. სიყვარული წინ უსწრებს გაცნობას. გაცნობა კი სიყვარულს კლავს.

ჰიჩკოკი: თუ ფილმის უარყოფითი პერსონაჟი საუკეთესოა, მაშინ ფილმი აუცილებლად წარმატებული იქნება.

შანელი: კაბაში ეძებეთ ქალი, ხოლო თუ ქალი არ არის, ესე იგი, კაბაც არ ყოფილა.

შოპენჰაუერი: კაცები ბუნებით გულგრილები არიან ერთმანეთის მიმართ, ხოლო ქალები ბუნებით მტრები არიან ერთმანეთის მიმართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი