ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№42

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ჯონათან სვიფტი: პოლიტიკაში მტრები მეგობრებზე საჭიროა.

კონფუცი: ქვეყანაში, სადაც არის წესრიგი, შეგიძლია, ილაპარაკო და იმოქმედო გაბედულად. ქვეყანაში, სადაც არაა წესრიგი, იყავი გაბედული მოქმედებაში, მაგრამ არა ლაპარაკში.

რასელი: მას, ვისაც ნამდვილად აქვს ავტორიტეტი, არ ეშინია თავისი შეცდომის აღიარების.

დემოკრიტე: ყველაფრის თქმისა და არაფრის მოსმენის სურვილი სიამაყის ნიშანია.

რეიგანი: თუ ფაშიზმი როდისმე მოვა ამერიკაში, ის მოვა ლიბერალიზმის სახელით.

ტოლსტოი: მე არ მაქვს ყველაფერი, რაც მიყვარს, მაგრამ მე მიყვარს ყველაფერი, რაც მაქვს.

ვოვენარგი: სხვისი ცხოვრების განხილვა საუკეთესო თავშესაფარია მათთვის, ვისაც საკუთარ რეალობაში შეხედვის ეშინია.

შოპენჰაუერი: სიბერე თავისუფლებაა.

მონტენი: რაც მეტი ჭკუა აქვს ადამიანს, მით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვებს.

იოანე ოქროპირი: ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის.

ეფრემ ასური: როგორც სიბოროტის ქმნაა ცოდვა, ასეთივეა სიკეთის აღუსრულებლობა.

ისააკ ასური: მოწყალე არა მხოლოდ თავის საკუთრებიდან აძლევს სხვა ადამიანებს, არამედ სიხარულით ითმენს სხვებისგან უსამართლობას და სწყალობს მათ.

დოსტოევსკი: ადამიანის ცხოვრების მეორე ნახევარი პირველ ნახევარში დაგროვილი ჩვევებისგან შედგება.

უმბერტო ეკო: არასდროს მოატყუო ადამიანი, რომელიც გენდობა! არასდროს დაუმტკიცო სიმართლე ადამიანს, რომელიც არ გენდობა.

განდი: სულელისთვის რჩევის მიცემას მხოლოდ ერთი შედეგი აქვს – ის ბრაზდება.

ჰაინე: ქალებს კაცები კი არა სიყვარული უყვართ, ხოლო კაცებს სიყვარული კი არა, ქალები უყვართ.

კიპლინგი: ყველაზე სულელ ქალსაც კი შეუძლია, მოხიბლოს ჭკვიანი მამაკაცი, ხოლო სულელი მამაკაცის მოხიბვლა მხოლოდ ჭკვიან ქალს შეუძლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი