ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 48 წუთის წინ
ჩერჩილი: სახელმწიფო მოღვაწე ფიქრობს მომავალ თაობებზე, პოლიტიკური მოღვაწე – მომავალ არჩევნებზე.
ჰარი ტრუმენი: თუ ვერ შეძლებთ ხალხის დარწმუნებას, მაშინ დააბნიეთ ისინი.
ვოვენარგი: ხალხი მაშინ შეგიძულებს, როცა მიხვდება, რომ ვერ გაკონტროლებს.
სპინოზა: ადამიანები თავს თავისუფლად მიიჩნევენ, რადგან აცნობიერებენ თავიანთ მოქმედებებს, მაგრამ არ იციან ის მიზეზი, რითაც ისინი განისაზღვრებიან.
რუსო: სიცილის მიზეზი ადამიანის განვითარების დონეს ავლენს.
კოელიო: თუ საგიჟეთიდან გამოგწერეს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ განიკურნე, უბრალოდ, ისეთი გახდი, როგორიც ყველა.
ჭაბუა: თავხედს ორი კოზირი აქვს – საკუთარი თავხედობა და მოწინააღმდეგის პატიოსნება.
ფრანკლინი: ბევრი გაკოტრდა იმის გამო, რომ ყიდვა ერთი გროშით უფრო იაფად უნდოდათ.
იმამი შამილი: ის არ არის გმირი, ვინც შედეგებზე ფიქრობს.
იოანე ოქროპირი: სიმდიდრე ის კი არ არის, რომ ბევრი გქონდეს, არამედ ის, რომ მის მოხვეჭაზე არ ზრუნავდე.
ბერი პაისი: ის, ვინც ცოდვის გამო აქ არ ისჯება, ყველაზე უბედური ადამიანია.
მამა გაბრიელი: ადამიანის სული მანამ ვერ იცვლის ფერს, სანამ გულში ამპარტავნება და მოყვასის განკითხვა უზის.
ჩესტერფილდი: სიბრაზის დროს წამოსროლილი სიტყვები სიმშვიდის დროს ნაფიქრი აზრებია.
მონტენი: არაფერი ისე უცებ არ ასწავლის ადამიანს ჭკუას, როგორც ის, რომ თავისივე საქციელი გაუმეორო.
რუმი: მარტოობის ყველაზე უარესი ფორმა – ეს მათ შორის დარჩენაა, ვისაც შენი არ ესმის.
შექსპირი: ქვეყანა მაშინ გაფუჭდა, როდესაც პირფერობას თავაზიანობა დაერქვა.
ტოლსტოი: ხშირად ჩვენი კარგი თვისებები ცხოვრებაში უფრო დიდ ზიანს გვაყენებს, ვიდრე ცუდი.
ვოლტერი: ზოგჯერ ქალს უნდა შეახსენო, რომ შეუძლია, არ აუხსნას თავისი დუმილი მათ, ვინც მხოლოდ მაშინ უსმენენ, როცა ხმამაღლა ყვირის.
შანელი: ჩაიცვით ცუდად და დაიმახსოვრებენ თქვენს ტანსაცმელს, ჩაიცვით ბრწყინვალედ და დაიმახსოვრებენ ქალს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

