ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 27.08

ბერნარდ შოუ: ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ ბედნიერებით თუ არ შევქმნით მას.
ოლდოს ჰაქსლი: ტრაგედიაში ჩვენ ვმონაწილეობთ, კომედიას კი მხოლოდ ვუყურებთ.
ვოვენარგი: ადამიანებმა ხშირად არ იციან, რა უყონ დროს, მაგრამ დრომ იცის, რა უქნას ადამიანებს.
ფრანკლინი: სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ ორი მათგანი მკვდარია.
ვოლტერი: ბოლოს საფლავთან ყვავილებით ის დგება, ვისაც უყვარდი და არა ის, ვინც გიყვარდა.
იუნგი: ორი ადამიანის შეხვედრა არის ორი ქიმიური ელემენტის შეხვედრა. რეაქცია შეიძლება, არ მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა, ორივე იცვლება.
ლაო-ძი: როცა ვინმეს ძლიერ უყვარხარ, ძალა გეძლევა, როცა ვინმე ძლიერ გიყვარს – გამბედაობა.
რუსო: იბრძოლე ისე, თითქოს მართალი იყო, მოისმინე ისე, თითქოს ცდებოდე.
ამბა დოროთე: ერთ უწმინდურ გამოხედვას, ერთ გამხრწნელ სიტყვას ადამიანის უდიდეს ცოდვამდე მიყვანა შეუძლია.
იოანე ოქროპირი: არ არსებობს ტირანია, რომელიც უფრო აუტანელი იქნებოდა, ვიდრე ჩვევა. ტყუილად როდი უწოდებენ მას მეორე ბუნებას.
ანტონ დიდი: ვინც მიწაზე არ წუხს და არ ოხრავს, როგორც მგზავრი, ის ზეციური მოსახლე ვერ გახდება.
მონტენი: სანამ სხვას უწოდებდე მოღალატეს, ჯერ შენი ერთგულება გადაამოწმე.
ემილია კლარკი: ნურასდროს ენდობი ადამიანს, რომლის ტელევიზორიც უფრო დიდ ადგილს იკავებს, ვიდრე მისი წიგნების თარო.
ნაპოლეონ ბონაპარტი: მას, ვისაც წაგების ეშინია, გარანტირებული აქვს დამარცხება.
მაო ძედუნი: სადაც ლომი არ არის, იქ მეფე მაიმუნი ხდება.
დემოკრიტე: საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ბადებს.
პადრე მორუა: ქორწინება სიყვარულის გარეშე დაკანონებული პროსტიტუციაა.
ბრიუერი: ქალები, როგორღაც, მანამდე ხვდებიან, ვისთან შეიძლება, მათ ვუღალატოთ, ზოგჯერ მანამდეც კი, სანამ ამას გულში გავივლებთ.
ტვენი: არ არსებობენ გამოუცნობი ქალები, მაგრამ არიან მიუხვედრელი კაცები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...