ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 20.08

ჯავაჰარლალ ნერუ: არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორების მიერ აღზრდილი ინტელიგენცია.
პოლ ვალერი: ის, ვისაც არც ერთხელ არ უცდია, ღმერთი გახდეს, ადამიანზე ნაკლებია.
ვოვენარგი: რაც მეტად ფიქრობ მოგონებებზე, მით ნაკლები დრო გრჩება საქმეებზე.
მონტენი: როცა თქვენ 20 წლის ხართ, თქვენთვის მნიშვნელოვანია გარშემო მყოფთა აზრი. როცა თქვენ 40 წლის ხართ, აღარ გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები. როცა თქვენ 60 წლის ხართ, ხვდებით, რომ თქვენზე არავის უფიქრია. მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის, ხოლო გარშემო მყოფთა აზრი ყოველდღე იცვლება.
რობერ ბოვე: სწორი მიმართულებით გადადგმული ერთი ნაბიჯი სჯობს სწორ გზაზე ფიქრში გატარებულ ათობით წელს.
ფორდი: ყველა წარმატებული ადამიანი ხვდება, რომ წარმატება იმედგაცრუების მიღმა იმალება.
იოანე ოქროპირი: თითოეული ცოდვა სიმთვრალეა, რომლიდან გამოფხიზლებაც ძალიან არასასიამოვნოა.
ამბროსი მედიოლანელი: გინდა, არ დაუთმო ეშმაკს და წინააღმდეგობა გაუწიო მას? დაუთმე ადამიანებს და ნუ შეეწინააღმდეგები მათ. ბოროტებას ბოროტებით ნუ გადაუხდი.
ნეტარი ავგუსტინე: ვინც სიმდიდრის მონაა, იგი ისე ინახავს მას, როგორც მონა, ხოლო ვინც გადაიგდო მონობის უფელი, იგი გასცემს სიმდიდრეს, როგორც ბატონი.
დოსტოევსკი: მნიშვნელოვანი ფაქტების არცოდნა ან მათი დამახინჯებულად ცოდნა მოაზროვნე ადამიანსაც კი მცდარი დასკვნის გაკეთებისკენ უბიძგებს.
იანუშ კორჩაკი: ადამიანს რომ შეეძლოს, დათვალოს ყველა დამცირება, უსამართლობა და წყენა, რომელიც მან გამოცადა მთელი ცხოვრების განმავლობაში, აღმოჩნდებოდა, რომ მათი ლომის წილი „ბედნიერ“ ბავშვობაზე მოდის.
შოუ: თუ გინდა, გაიგო, როგორია ქალი, დააკვირდი, როგორ ექცევა ის ყვავილებსა და ბავშვებს.
ჩესტერფილდი: კარგი აღზრდილი გოგო ის კი არ არის, ვისაც მშობლები მკაცრად ექცევიან, არამედ ის, ვისაც მშობლებმა სრული თავისუფლება მისცეს, მაგრამ ის მაინც ღირსეულად იქცევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...