ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 13.08, 2023 წელი

ოქტავიანე ავგუსტუსი: ფრთხილი სარდალი სჯობს გულზვიადს.
მორალესი: სულელთან არ არის აუცილებელი ჭკუის დემონსტრაცია, შეშლილთან – კეთილგონიერების. ესაუბრე თითოეულს საკუთარ ენაზე.
პასკალი: საკმარისია, საფრანგეთი სამასმა ინტელექტუალმა დატოვოს, რომ ის იდიოტების ქვეყნად გადაიქცეს.
კორჩაკი: შევიცანი სიღარიბეც და შეძლებაც და მივხვდი, რომ შეიძლება, დარჩე ღირსეულ ადამიანად ორივე მდგომარეობაში და რომ უზრუნველყოფილი ადამიანიც შეიძლება, იყოს მთლად უბედური.
ტომ რობინსი: ნუ ჩაიდენ ყველა გონიერთა კლასიკურ შეცდომას – ნუ ფიქრობ, რომ არ არსებობენ შენზე გონიერები.
მარგარეტ მიჩელი: ძლიერ ადამიანებს არ უყვართ თავიანთი სისუსტის მოწმეები.
მიხაილ პულივერტი: ბრმა რწმენა ვერ იხილავს ჭეშმარიტებას საკუთარ გზაზე.
ვოვენარგი: ჩიხიდან გამოსასვლელი ყველაზე ხშირად იქვეა, სადაც შესასვლელი.
იოანე ოქროპირი: მტერს უდიდესი სარგებელი მოაქვს შენთვის, თუმცა მისი განზრახვა შენთვის სარგებლის მომტანი როდია.
გაბრიელ ქიქოძე: განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს.
ამბა დოროთე: მტკივნეულია, როდესაც ბოროტება ხდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისგან ბოროტებას ქმნიან.
ჰემინგუეი: ყველა ამბავი, თუ მას ბოლომდე მივყვებით, სიკვდილით მთავრდება.
ოხლობისტინი: ყველა ხალხს აქვს თავისი ეროვნული იდეა, ერთი და იგივე იდეა – მსოფლიო ბატონობა. მხოლოდ რუსებს აქვთ სხვა, დიამეტრულად საწინააღმდეგო: არ დაუშვან დანარჩენი მსოფლიოს დიდი ეროვნული იდეების რეალიზაცია.
ტვენი: შიშველი მეფეები ყველაფერზე მეტს ტანსაცმელზე ხარჯავენ.
ჟვანეცკი: როდესაც ცოლ-ქმარს ერთმანეთის არ ესმით, მათ მეზობლები უსმენენ.
მოპასანი: ყველაზე კარგი მეთოდი, ქალი რომ მდგომარეობიდან არ გამოვიდეს, ის არის, რომ ის ყოველთვის ბედნიერებისგან იყოს გამოსული მდგომარეობიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან