ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

სტალინი: მე ყოველთვის მეგონა, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებაა, მაგრამ მეგობარმა რუზველტმა ამიხსნა, რომ დემოკრატია – ეს ამერიკელი ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს.

ჩერჩილი: თუ ჩინოვნიკების შვილები არ მიდიან ომში, მაშინ ეს ომი არ არის, ეს ბიზნესია.

კონფუცი: მოერიდეთ მათ, ვისაც უნდა, რომ დანაშაულის გრძნობა ჩაგინერგოთ, ვინაიდან მათი სურვილია თქვენი მართვა.

პლატონი: პასუხის გაცემა ნებისმიერ შეკითხვაზეა შესაძლებელი, თუ შეკითხვა სწორადაა დასმული.

ფრანკლინი: თვითონ დააჩქარე შენი სამუშაო, ნუ დაელოდები, რომ მან დაგაჩქაროს.

ალ კაპონე: ტყვია ბევრ რამეს ცვლის თავში, თუნდაც საჯდომში მოხვედრილი.

სენეკა: შეახსენე შენს თავს, რომ თითოეული დღე შეიძლება, ბოლო იყოს. ეს აზრი შენს სიტყვებსა და ქმედებებს ბევრად მეტ გულწრფელობას შემატებს.

ჰერაკლიტე ეფესელი: დაფარული ჰარმონია აშკარაზე ძლიერია.

პაისი ათონელი: თუ სული ახდენდა იმას, რაც ანგელოზს მოსწონდა, სიკვდილის შემდეგ ისინი ერთად, მოვალეობის აღსრულების გრძნობით, ღმერთს უბრუნდებიან.

ეფრემ ასური: მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და არ განარისხო თვით ღმერთი.

ამბა იოანე: ადამიანს კარგი უფრო ავწყდება, ვიდრე ცუდი. ამიტომაც არის მადლიერება იშვიათი, უმადურობა კი – მასობრივი.

ჰეროდე: ბრიყვია ის, ვინც არ იცის, რომ ზოგჯერ ცოტა უფრო მეტია, ვიდრე ბევრი.

ალფრედ ადლერი: ეჭვიანობა არის საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა და იმის შიშის გამოხატულება, რომ სხვებზე ნაკლები ხარ.

რუსო: ყველა ბოროტება უძლურებისგან წარმოიშობა.

ლეონოვენსი: როცა ქალი, რომელსაც რაღაც აქვს სათქმელი, დუმს, სიჩუმე დამაყრუებელია.

ჯეინ ოსტინი: დედამიწაზე არ მოიძებნება იმდენი მდიდარი მამაკაცი, რამდენსაც ლამაზი ქალები იმსახურებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი