ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 06.08

ომარ ხაიამი: ფიზიკური ტკივილისგან ადამიანები ყვირიან, ხოლო სულიერი ტკივილისგან ტირიან.
ჰენრი ფორდი: ურთიერთგაგების საიდუმლო ისაა, რომ ადამიანს ჰქონდეს უნარი, საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედოს და ეს საკითხი გადაჭრას ისე, რომ გაითვალისწინოს, როგორც თავისი, ისე სხვისი ინტერესები.
ანდრე მორუა: ადამიანის მოდგმისგან მოითხოვო – უმადური არ იყოო, იმას ნიშნავს, მგელს ბალახის ჭამა დააძალო.
ალექსანდრე დიუმა-შვილი: მახინჯი აღზრდა სიბერემდე მიჰყვება ადამიანს და გულქვაობის მიზეზიც ხშირად ეს არის.
მონტენი: ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მაშინ უნდა აკეთოთ, როცა თქვენი ნებისყოფა უმაღლეს დონეზეა და კლებას იწყებს.
ნორა რობერტსი: იცოდე, რა გსურს, იშრომე მის მისაღებად და დააფასე, როცა მოიპოვებ.
ვოლტერი: მხილებულთ იშვიათად ენდობიან.
ჰიუგო: მე მძულს, როდესაც ყველანი ერთს მიესევიან.
ტიხონ ზადონელი: როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება ამდაბლებს და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს.
იოანე ოქროპირი: სალესი ქვით შეიძლება, გაიგო ოქროს ხარისხი, ხოლო ოქროთი – ადამიანის.
ეფრემ ასური: ცოდვა გარკვეული დროით ტკბილია, მაგრამ შემდეგ ხანგრძლივი სიმწარე მოსდევს.
ჰაინე: სიყვარულს ანგელოზები სამოთხეულ სიხარულს უწოდებენ, ეშმაკები კი – ჯოჯოხეთურ ტანჯვას.
ჟორჟ სანდი: მუდმივი სასწაულები არ არსებობს, მაშინ ისინი სასწაულები აღარ იქნებიან.
სიუზან ნეკერი: შეიძლება, აიძულო გრძნობა, იყოს მდუმარე, მაგრამ არ შეიძლება, დაუწესო მას საზღვრები.
მაჰათმა განდი: პრინციპი „თვალი თვალის წილ“ მთელ მსოფლიოს დააბრმავებს.
ბრიუერი: მამაკაცი უნდა დაეხმაროს ქალს, იყოს სუსტი, თორემ ძლიერი ქალი მის გარეშეც იქნება.
მოემი: რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო ჩქარა მიფრინავს დრო და ფული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...