ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 30.07

ჩერჩილი: არსებობ იმით, რასაც იღებ, მაგრამ ცხოვრობ იმით, რასაც გასცემ.
პითაგორა: დროებითი მარცხი სჯობს, დროებით გამარჯვებას.
აშარი: მოთმინების ბოლო ოქროა, შრომის ბოლო – სიხარული, ქურდობის ბოლო – სიღატაკე.
ტრუმენი: საოცარია, რამდენს შეიძლება მიაღწიო, თუკი არ გადარდებს, ვის მიაწერენ დამსახურებას.
როკფელერი: წარმატების გასაღები – აკეთე ჩვეულებრივი რამ არაჩვეულებრივად.
ფიუნესი: არა აქვს მნიშვნელობა, სტილი გაქვს, რეპუტაცია თუ ფული, თუ კარგი გული არ გაქვს, არარაობა ხარ.
მონტენი: როდესაც წარსული გეძახის, ხმა არ გასცე. ის ახალს ვერაფერს გეტყვის.
ჯორჯ მარტინი: მკითხველი სანამ მოკვდება, ათასი სიცოცხლით ცხოვრობს, ხოლო ადამიანი, რომელიც არასდროს კითხულობს – მხოლოდ ერთით.
იოანე ოქროპირი: წყალს აქვს თვისება, სხეულს ჭუჭყი ჩამორეცხოს; მოწყალებას კი ძალუძს, სულიერი უწმინდურება მოსპოს.
ეფრემ ასური: მართალიც კი ღვთის წინაშე ასე უნდა ამბობდეს: „მართალი არ ვარ“.
მარკოზ მოსაგრე: მზად იყავი უფრო მეტი დაითმინო, ვიდრე სურს მას, ვინც გაწყენინა.
ოშო: მილიონობით ადამიანი იტანჯება. მათ სურთ, რომ სხვებმა შეიყვარონ, მაგრამ თავად არ იციან, როგორ უყვარდეთ.
ვოვენარგი: რამდენადაც დიდია ადამიანის სიყვარული, ორჯერ მეტი უნდა იყოს მოთმინება, რომ ეს სიყვარული შეინარჩუნოს.
სტენდალი: მეგობრობა ის არის, პირველ ცრემლს რომ შეაჩერებს, მეორეს დაიჭერს და მესამეს დააშრობს.
ფორდი: ნამდვილი შეცდომა ისაა, რომლისგანაც არაფერს ვსწავლობთ.
მოპასანი: ყველაზე მეტად ქალებს არ უყვართ, როცა მათში ქალს ვერ ხედაენ.
ჟვანეცკი: ნამდვილი ქალი ის არის, ვინც რძის საყიდლად წავა და ფეხსაცმელს იყიდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...