ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 23.07

ტვენი: როცა კლოუნი სასახლეში გადადის საცხოვრებლად, ის მეფე კი არ ხდება, არამედ სასახლე იქცევა ცირკად.
რუსო: მაშინ კი არ იხრჩობი, როცა წყალში ვარდები, არამედ, როცა წყლიდან ვერ ამოდიხარ.
რუზველტი: გაზარდო ადამიანი ინტელექტუალად, მაგრამ აღზარდო მორალისა და ეთიკის გარეშე, ნიშნავს, შექმნა ყველაზე დიდი საფრთხე საზოგადოებისთვის.
სოლომონ დოდაშვილი: ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც საკუთარი ცარიელი თავი.
დოსტოევსკი: სულიერი გაჭირვება ყველა ფიზიკურ ტანჯვაზე მძიმეა.
ილია: ისე იცხოვრე, რომ როცა შენი შვილები იფიქრებენ ღირსებაზე და სამართლიანობაზე, შენ გაგიხსენონ.
მიქელანჯელო: არ შეიძლება, ხელებით ერთი რამე აკეთო, თავით კი – სხვა.
ვოვენარგი: წარმატება მრავალ მტერს გაგიჩენს.
ბახი: მუსიკის მიზანი გულზე შეხებაა.
ჩესტერფილდი: ხანდახან ცხოვრება მხოლოდ იმისთვის განაშორებს ორ ადამიანს ერთმანეთთან, რომ ორივეს აჩვენოს, როგორი მნიშვნელოვანი არიან ისინი ერთმანეთისთვის.
იოანე ოქროპირი: მიბაძვა თანასწორობას არ მოითხოვს, ამისთვის თანასწორობასთან სიახლოვეც კი არ არის საჭირო. მცირესაც შეუძლია, მიჰბაძოს დიდს იმაში, რაც მისთვის მისაწვდომია.
ნეტარი ავგუსტინე: რაოდენ აუტანელი და საძაგელი არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება მას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს.
ისააკ ასური: სხვისი ცოდვის გამართლება უფრო უარესია, ვიდრე ის, რომ თავად შესცოდო.
ჰენრი ფორდი: თუ ფაშიზმი როდისმე მოვა ამერიკაში, ის მოვა ლიბერალიზმის სახით.
როკფელერი: თუ მარცხს არ განიცდი, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობების ზღვარზე არ გადიხარ და თუ ამას არ აკეთებ, შენს პოტენციალს მაქსიმალურად ვერ გამოავლენ.
ჰემინგუეი: ზოგჯერ წარმატებამ შეიძლება, დაგავიწყოს ჩვევები, რომლებმაც წარმატება მოგიტანა.
ბრიუერი: არსებობს ასაკი, როდესაც ქალი ვალდებულია, იყოს ლამაზი, რომ ის შეიყვარონ. შემდეგ დგება დრო, როცა ქალი უნდა გიყვარდეს, რომ ის ლამაზი იყოს.
მოემი: ქალი არის ჰარმონიული ქაოსი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...