ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№27

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 16.07, 2023 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ბუკოვსკი: ტკივილის წამალი არ არსებობს, თუ ისეთ ვინმეს არ იცნობ, ვისაც ესმის შენი და იცის, რით შეუძლია შენი შველა.

ჰიუგო: ზოგიერთი ფიქრი ისეთია, როგორც ლოცვა. არის წუთები, როცა სული, დამოუკიდებლად სხეულის მდგომარეობისა, მუხლებზე ეშვება.

რუზველტი: კარგია, როდესაც ადამიანს მშვიდად ელაპარაკები, მაგრამ უკეთესია, როცა მშვიდად ელაპარაკები და ხელში ნაჯახი გიჭირავს.

რუსო: ყოველი ადამიანის შიგნით, რომელსაც შენ იცნობ, ცხოვრობს კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც შენ არ იცნობ.

ვოვენარგი: იმ დღეს, რომელიც უშენოდ მოვა, მხოლოდ გარედან იქნები მშვიდი.

ტოლსტოი: ბედნიერია ის, ვინც ბედნიერია საკუთარ სახლში.

ბრედბერი: წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულებიც არსებობს, მაგალითად – მათი არწაკითხვა.

მიქელანჯელო: ჩემმა დიდმა სინდისერებამ დამაქცია.

ისააკ ასური: ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია.

ნეტარი ავგუსტინე: განა არ შეგიყვარდებოდა ის ადამიანი, რომელსაც აწყენინე, მან კი დიდსულოვნად მოგიტევა? ასევე მოიქეცი შენც, რათა მტრებისგანაც კი სიყვარული მოიხვეჭო.

იოანე ოქროპირი: შური კაცს არ აძლევს საშუალებას, იმით გაიხაროს, რაც აქვს, რადგან კლავს იმის სურვილი, რაც აკლია.

ილონ მასკი: მირჩევნია, ოპტიმისტი ვიყო და ვცდებოდე, ვიდრე პესიმისტი ვიყო და მართალი.

ანდრე ჟიდი: არაფერი უშლის ხელს ბედნიერებას ისე, როგორც ბედნიერების მოგონება.

უაილდი: ცხოვრებაში მთავარია ოჯახი. სახლში კარიერა არ გელოდება, ფული ცრემლებს არ მოგწმენდს, დიდება ღამით არ ჩაგეხუტება.

მონტენი: ნუ ამბობთ, რომ თქვენ ამოწურეთ ცხოვრება. თუ ადამიანი ასე ამბობს, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებამ ამოწურა ის.

ჟვანეცკი: ქალების უმეტესობა ჭკუით ცხოვრობს, უმცირესობა – ქმრებით.

მოემი: ქალის ყველაზე კარგი მაკიაჟია ბედნიერება მის თვალებში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა