ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№26

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 09.07

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ჩერჩილი: ომი – როდესაც სხვათა ინტერესებისთვის იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები.

აინშტაინი: მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა.

სოკრატე: მიღებული არ ნიშნავს დამსახურებულს.

ჟან-ჟაკ რუსო: ნიჭს ნაკლებად აპატიებენ ხოლმე კაცს.

ვოვენარგი: ვისაც ყველაფრის ეშინია, მას უკვე აღარაფრის ეშინია.

ოთარ ჭილაძე: ადამიანი წისქვილივითაა, რასაც დააყრი, დაფქვავს, მაგრამ წისქვილისგან განსხვავებით, ის მაინც უნდა იცოდეს, რასაც ფქვავს...

ჯორჯ ორუელი: ყველანაირი მოძრაობა მუხლებზე დგომისას, არის ხოხიალი.

ჰიუგო: ისე უნდა იცხოვრო, რომ ყველამ, ვინც შენი საქმიანობა ვერ დააფასა შენ გვერდით ყოფნას ნატრობდეს.

ნილოს სინელი: ვინც საკუთარი თავის შეცნობითაა დაკავებული, სხვისი ნაკლის შესამჩნევად არ სცალია.

ამბა ისაია: ჩვენ ისე ვლოცულობთ, რომ ღმერთს ჩაესმის და ხედავს ჩვენს სიტყვებს, ხოლო როდესაც ვცოდავთ, ისე ვიქცევით, თითქოს იგი ვერ გვხედავდეს.

ეფრემ ასური: სატანა აბრმავებს ადამიანს, რათა ცოდვაში ჩააგდოს, შემდეგ კი თვალს აუხელს მას, რათა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს.

ფლობერი: თუ დაამსხვრევთ ვიღაცის სულს, გახსოვდეთ, მისი ნამსხვრევები თქვენც დაგჭრით!

ჟვანეცკი: ვისაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, აუცილებლად დადგება ფასდაკლების დღე.

მოემი: ასაკი უფრო ცოდნით განისაზღვრება, ვიდრე წლოვანებით.

ცეცილიუსი: უმჯობესია, თქვა ზედმეტი, ვიდრე არ თქვა აუცილებელი.

ბეკონი: ქალი არის რთული ორგანიზმი, უმართავი მექანიზმი და გაუთვალისწინებელი მოქმედებები.

მოპასანი: ყველა ქალში არის პატარა გოგო, მაგრამ ყველა მამაკაცს არ შეუძლია, ქალს ეს აგრძნობინოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...