ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№25

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 02.07

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

კორნელია კოდრეანუ: მხოლოდ ერთი ტყვია რომ მქონოდა, ჩემ წინ კი მტერი და მოღალატე მდგარიყვნენ, იმ ერთ ტყვიას სწორედ მოღალატეს ვესროდი. მისი უსულო სხეულის ნახვისას კი მხოლოდ ერთ რამეს ვინანებდი, რომ არ შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვკლა.

რუსო: შეცდომა არ არის ტრაგედია, ტრაგედია ის არის, როცა ვერ ხვდები, რა შეგეშალა.

ვოლტერი: იცხოვრე ისე, რომ სხვის ცხოვრებაში ტკივილი არ დატოვო.

ჰაუსი: რაც უფრო ადრე აიცრუებ უვარგის ხალხზე გულს, მით უფრო მეტი დროის ეკონომიას გააკეთებ.

პლატონი: ადამიანები, რომელთაც ჭკუა ჰყოფნით, არ ჩაერთონ პოლიტიკაში, ისჯებიან იმით, რომ მათ უფრო სულელები მართავენ.

ჰიუგო: თუკი სხვისი სიყვარულით შენს სიყვარულს იშენებ, მაშინ შენივე სიყვარულის ნანგრევებში მოსაყოლად იყავი მზად.

აკუტაგავა: მოგება ხვდება მას, ვინც ნახევარ საათზე მეტს მოითმენს, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე.

დეკარტი: კოჭლი ფანრით ხელში უფრო სწრაფად მიაღწევს მიზანს, ვიდრე სიბნელეში მხედარი.

ნილოს სინელი: რაც უფრო მეტად განეშორება ადამიანი ყოველგვარ მიწიერ სიამოვნებებს, მით უფრო უახლოვდება იგი უფალს.

იოანე ოქროპირი: განსწავლულობა უზნეო ადამიანისთვის იგივეა, რაც კარგი საკვები – ცუდი კუჭისთვის.

ნეტარი იერონიმე: გამუდმებით რაიმე სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკმა ყოველთვის დაკავებული გნახოს.

დრაკერი: არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე მცდარი რამის კარგად კეთება.

ფრანკლინი: მას, ვისაც თავი ყველაფერში მართალი ჰგონია, საკუთარ შეცდომებზე სწავლა არ შეუძლია.

გოლდსმითი: წარმატებული ადამიანები ბრწყინვალე ლიდერებად ყალიბდებიან, როცა სწავლობენ ყურადღების საკუთარი თავიდან სხვებზე გადატანას.

ჩესტერფილდი: სიამაყემ და ამპარტავნობამ ეშმაკი ციდან მიწაზე ჩამოაგდო. თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.

მოპასანი: შეყვარებული ქალი საშიშია... მას სერიოზული ზრახვები უჩნდება.

ჟვანეცკი: სხვა ქალში ის მოგწონს, რასაც შენს ცოლში ვერ ამჩნევ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...