ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 25.06

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ნიცშე: ჭეშმარიტად ყველაზე ახლოს ის ადამიანია, ვინც იცის შენი წარსული, სჯერა შენი მომავლის, ხოლო ახლა გიღებს ისეთად, როგორიც ხარ.

მონტენი: ყველაფერი მაშინ კი არ მთავრდება, როცა ადამიანი შენგან მიდის, არამედ მაშინ, როდესაც დაინახავ და არაფერს იგრძნობ.

ომარ ხაიამი: მარტოობა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ ღმერთს.

ტოლსტოი: ყველაზე ბოროტ კაცსაც ღიმილით უნათდება სახე, როცა ეუბნებიან, რომ ის უყვართ. ალბათ, ამაშია ბედნიერება.

ჰიუგო: ზოგიერთი ფიქრი ისეთია, როგორიც ლოცვა. არის წუთები, როცა სული, დამოუკიდებლად სხეულის მდგომარეობისა მუხლებზე ეშვება.

შალვა ამონაშვილი: ყველას, ვისაც აღზრდა აკლია, აკლია ადამიანობაც.

მოლიერი: სიყვარული არ კვდება, მას ხანდახან ცოცხლად მარხავენ.

მონტენი: დაუთმე გზა სულელებსა და გადარეულებს.

ეფრემ ასური: თუ თავი ჭკვიანი გგონია, უკვე არ ხარ გონიერი.

ნილოს სინელი: საკუთარ თავს სხვებზე მაღლა ნუ დააყენებ, რათა ღვთის წინაშე უფრო დაბლა არ დადგე.

იოანე ოქროპირი: თუ შურიანს არ შეუძლია, მოყვასის სიკეთე ნაკლად აქციოს, მაშინ მას ცუდ საფუძველს მიაწერს.

ვოვენარგი: როცა ჩვენთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანთან კონფლიქტში შევდივართ, არ დაგვავიწყდეს, საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, რა უფრო მნიშვნელოვანია, ვიყოთ მართალნი თუ ბედნიერნი?

მარტინ ლუთერი: სიმშვიდე ყველაზე ძლიერი ემოციაა. დუმილი ყველაზე უფრო ხმამაღალია, გულგრილობა ომზე უფრო საშიშია.

მარკესი: თუ თავად არ შეგიძლია, იყო ბედნიერი, გააბედნიერე სხვა.

შანელი: ნუ აუკრძალავ ქალს, იყოს ქალი.

მოემი: ადამიანის კულტურის დონე ქალთან ურთიერთობით განისაზღვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...