ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 57 წუთის წინ
ჰენრი ფორდი: პოლიტიკა – ეს არის ხელოვნება, მიიღო ღარიბებისგან ხმები, ხოლო მდიდრებისგან – კამპანიისთვის ფული და დაჰპირდე, რომ ერთს მეორისგან დაიცავ.
სიუნ ძი: როცა ძლიერი ხარ, აჩვენე, რომ სუსტი ხარ; როცა სუსტი ხარ, აჩვენე, რომ ძლიერი ხარ.
ვოლტერი: ლომი და ირემი ერთნაირი სიჩქარით არ გარბიან. ლომს შიმშილი ამოძრავებს, ირემს კი – სიცოცხლის სურვილი. ხშირად სწორედ მიზნის ძალა განსაზღვრავს, რამდენს შეძლებ.
ვოვენარგი: ვინც შენზე მეტს აკეთებს, იშვიათად გაკრიტიკებს, ვინც შენზე ნაკლებს – ხშირად.
ჩესტერფილდი: ბედნიერებისთვის ორი რამ უნდა მოიშორო – ცუდი მომავლის შიში და ცუდი წარსულის მოგონება.
ოთარ ჭილაძე: სკოლაში ბავშვს შეიძლება, ვერაფერს ასწავლი, მაგრამ თუ იმას არ დაავიწყებ, რაც მან გაჩენის დღიდან იცის – ეს დიდი საქმეა.
დოსტოევსკი: როცა ადამიანობას დაკარგავ, მერე რა მნიშვნელობა აქვს, რას შეიძენ.
ილია მეორე: ცხოვრების უდიდეს ლოდებს შორის ყოველთვის ხარობს ყვავილი, რომელსაც იმედი ჰქვია.
ეფრემ ასური: თუ ჩვენ არ შეგვიძლია, გვწამდეს ღმერთის მაშინ, როდესაც გარემოებები ჩვენ წინააღმდეგაა, მაშ ჩვენ საერთოდ არ გვწამს მისი.
პაისი ათონელი: რწმენა იზრდება მაშინ, როდესაც ვსწავლობთ ღმერთზე დაყრდნობას და არა საკუთარ თავზე.
რასელი: დიაგნოსტიკამ ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ ჯანმრთელი ადამიანი აღარ დარჩა.
მოემი: კარგ ურთიერთობებს არ სჭირდება წესები, პირობები და კანონები. საჭიროა მხოლოდ ორი ადამიანი: ერთი – ვინც ენდობა და მეორე – ვისაც ნდობა ესმის.
ბრიუერი: ქალის ყველაზე ძლიერი ქმედებაა, შინაგანი სინათლით დააბრმავოს ის ადამიანი, ვისაც არასოდეს სჯერა, რომ მას ეს შეეძლო.
შანელი: ქალის ნდობას თუ მოიპოვებ, მასზე ძალაუფლება კი არა, პასუხისმგებლობა გეკისრება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

