ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 21.05

ვოვენარგი: ჯობია, მოტყუებული დარჩე, ვიდრე რწმენა დაკარგო.
ილია მეორე: შესაძლოა, ადამიანმა თავისუფლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით.
შექსპირი: ნდობა სულივით არის – თუ ერთხელ დატოვა სხეული, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება.
მონტენი: საკმარისია, ცხოვრებაში რაიმე გაგიხარდეს, რომ უცებ მიხვდები, რამდენი ყალბი ადამიანი ტრიალებს შენ გარშემო.
კოელიო: თუ გინდა, ცხოვრებაში რამეს მიაღწიო, ერთი ომი მაინც უნდა მოიგო საკუთარ თავთან.
ილია: ვაი იმ ხალხს, საცა „მე“ ხშირია და „ჩვენ“ იშვიათი.
ლაროშფუკო: უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.
დეკარტი: დააზუსტეთ სიტყვების მნიშვნელობა და თქვენ იხსნით კაცობრიობას ცდომილებათა ნახევრისგან.
პაისი ათონელი: თუკი ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებს, მაშინ ეშმაკი მას სხვა სამუშაოს გამოუძებნის – სხვების ნაკლოვანებების მოძიებას.
აბბა ანტონი: ერთხელ მიწაზე დაგებული მტრის ყველა მახე ვიხილე და ამოვიოხრე: ნეტა, ვინ გადაურჩება-მეთქი! და გაისმა ხმა: სიმდაბლე!
ნიკოლოზ სერბი: ცოტა ვინმე თუ გაგიჟდა გაჭირვებისგან, ბევრად მეტი სიმდიდრემ გააგიჟა.
ტოლსტოი: თუ ერთი ადამიანი მაინც გყავს ისეთი, ვისაც ყველაფერზე შეგიძლია ესაუბრო, გვერდით ღმერთი გყოლია.
რუსო: მეგობრობა შეიძლება, სიყვარულში გადაიზარდოს, მაგრამ სიყვარული მეგობრობაში არასდროს გადაიზრდება.
დრაკერი: ჩვენ ყველაზე მეტად ვეჩხუბებით იმ ადამიანს, ვინც არ გვინდა, დავკარგოთ და ვისთვისაც კარგი გვინდა.
ჟვანეცკი: ქალი, როგორც კატა ისეა, ბრძანებები ესმის, მაგრამ არ ასრულებს.
შანელი: ქალის წარსული რესტორნის სამზარეულოს ჰგავს, ჯობია, იქ არ შეიხედოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან