ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№18

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 14.05

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ტომას კასტრო: ზოგიერთს აქვს ფული, მაგრამ არა აქვს ტვინი. სხვებს აქვთ ტვინი, მაგრამ არა აქვთ ფული. რასაკვირველია, ისინი, ვისაც არა აქვთ ტვინი, მაგრამ აქვთ ფული, შექმნილნი არიან მათთვის, ვისაც აქვს ტვინი, მაგრამ არა აქვთ ფული.

ოლივერ ჰოლმსი: უდიდესი ადამიანები იშვიათად იყვნენ კარგი მოსწავლეები, ხოლო საუკეთესო მოსწავლეები იშვიათად ხდებოდნენ დიდი ადამიანები.

ჩაპლინი: სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია, იმიტომ რომ როდესაც მე ვტირი, ის არასდროს იცინის.

აკაკი ბაქრაძე: სადაც ხორბალს დასთეს, იქ აუცილებლად სარეველა ამოვა, მაგრამ სადაც სარეველას დასთეს, იქ არასოდეს ამოვა ხორბალი.

თომას მანი: მთელი ქვეყანა ჩემი სამშობლოა, ყველა ადამიანი – ჩემი ძმა, კეთილი საქმე – ჩემი სარწმუნოება.

ბუდა: წყალი, რომელსაც სვამს ძროხა, ხდება რძე, წყალი, რომელსაც სვამს გველი, ხდება შხამი.

იბსენი: ნამდვილი ნიშანი, რომლითაც შესაძლებელია ჭეშმარიტი ბრძენის გამოცნობა, არის მოთმინება.

ნილოს სინელი: ღმერთი მსაჯულია არა მხოლოდ გარეგნული საქმეებისა, არამედ შინაგანი აზრებისაც.

იოანე ოქროპირი: მკვლელი სულს სხეულისგან განაშორებს, ცოდვა კი სხეულსაც ღუპავს და სულსაც.

დეკანოზი დიმიტრი: ქრისტიანობა – ეს არ არის იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყვნენ შენ გარშემო მყოფნი. ქრისტიანობა, ეს არის ის, თუ როგორი უნდა იყო შენ დამოუკიდებლად იმისა, როგორი ადამიანების გარემოცვაში იმყოფები.

სკინერი: არსებობდე მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ნიშნავს, იყო არარაობა.

მაქს ლუშერი: ეჭვიანობა – ეს არ არის სიყვარულის მტკიცება, ეს არის ეგოისტური პრეტენზიის მტკიცება მფლობელობაზე.

გალაკტიონი: მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია.

აკაკი: თუ კაცი სულ ბედნიერებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა.

ჟვანეცკი: როცა ქალი გეუბნებათ, „რაც გინდა, ჰქენი!“ – ეს არ გააკეთოთ!

შანელი: ქალის, ისევე როგორც ცეცხლის, მარტო დატოვება არ შეიძლება. ან ჩაქრება, ან გადაწვავს ყველაფერს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №23

5-11 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 29 მაისი – 4 ივნისი