ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 29 წუთის წინ

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

პაბლო ესკობარი: არ არსებობს იმაზე მეტი საშინელება, ვიდრე ხელისუფლების სათავეში ჩაუყენონ პირადი პრობლემების მქონე ადამიანი.

ვოლტერი: არ არსებობს სიმშვიდე იმ ადამიანისთვის, რომელმაც ნახა, ვინ შეიძლება გამხდარიყო.

ჩერჩილი: თუ მკვლელს მოვკლავთ, მკვლელთა რიცხვი არ შემცირდება.

ბესიკ ხარანაული: სამყაროში ადამიანი რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო მარტოა.

ჩესტერფილდი: საშიში არ არის ჭკვიანი მტრად გაიხადო, საშიშია, სულელი დაიმეგობრო.

მაჰათმა განდი: ადრე ვუსმენდი ადამიანებს და მათი საქმეების მჯეროდა, ახლა ვუსმენ ადამიანებს და მათ საქმეებს ვაკვირდები.

შოპენჰაუერი: შური მიგვანიშნებს, თუ რამდენად უბედურად გრძნობს ადამიანი თავს.

ნიცშე: ადამიანისთვის დამახასიათებელია თავის მსოფლმხედველობის საზღვრების მიჩნევა სამყაროს საზღვრებად.

ნილოს სინელი: ღმერთი, რომელსაც შეიძლება გაუგო, ღმერთი აღარ არის.

იოანე ოქროპირი: ღმერთს ჭეშმარიტად ის ეძებს, ვისაც შინაგანი გარდაქმნა სურს.

ისააკ ასური: გქონდეს რწმენა – ეს თითქმის იგივეა, ფრთები რომ გქონდეს.

აინშტაინი: ბგერის სიჩქარე არც თუ ისე სწრაფია. აი, მაგალითად, მშობლები რაღაცას რომ გვეუბნებიან 20 წლის ასაკში, 40 წლის ასაკში აღწევს ჩვენამდე.

ვოვენარგი: ფრთხილად იყავით იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ღირებულებითი სისტემა დამოკიდებულია სტიქიაზე.

მონტენი: ადამიანები იმას გაძლევენ, რაც არიან. რასაც შენ იმსახურებ, თავად ქმნი.

შამილი: მოთმინების ფსკერზე ოქრო ილექება.

შანელი: კაცი მაშინ გქვია, როცა იპოვი უბედურ ქალს და ბედნიერად აქცევ და არა მაშინ, როცა იპოვი ბედნიერს და გააუბედურებ.

ბუასტი: ქალის დამცირება ყველაზე სუსტი ადამიანის ყველაზე ხმამაღალი იარაღია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი