ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 07.05

ჩერჩილი: მუდამ იმის განცდა მაქვს, რომ პოლიტიკოსი უნდა შეფასდეს მის მიერ ოპონენტებში აღძრული მტრობის მიხედვით.
ფრენცელი: დრო ფულია, ოღონდ მაშინ, როცა დრო არ გაქვს.
ბერბსტი: კრიტიკა არის ხელოვნება, სხვის ხარჯზე სულიერად ისე გამდიდრდე, რომ ქურდობა ვერავინ შეგამჩნიოს.
დემოკრიტე: სულელებს დიდ ზიანს აყენებენ ისინი, ვინც მათ აქებენ.
ბრანსტერი: მლიქვნელობა მუხლებზე მდგომი აგრესიაა.
როკფელერი: ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი.
ბერას სკინერი: ერთადერთი გენიოსები არიან ისინი, რომლებსაც საზოგადოებრივი ქაოსი წარმოშობს, ეს ისინი არიან, ვინც ამით რაღაცას აკეთებს. ქაოსი შობს გენიოსებს.
ჰიუგო: ღმერთმა კატა შექმნა იმისთვის, რომ ადამიანს ჰყოლოდა ვეფხვი, რომლის მოფერებასაც შეძლებდა.
ბასილი დიდი: იყავი ცხვარი და მგლებს დაჯაბნი.
ნეტარი ავგუსტინე: თავიდან ვეძებთ აუცილებელს, შემდეგ ვფიქრობთ სასარგებლოსა და სიამოვნებაზე და ბოლოს ზედმეტიც კი აუცილებელი გვეჩვენება.
იოანე ოქროპირი: ძუნწი აგროვებს, სხვები კი შეგროვებულს გამოიყენებენ.
მარკესი: ფული ეშმაკის განავალია.
ოლივერ ჰოლმსი: კამათი გონიერებსა და სულელებს ათანაბრებს და სულელებმა ეს იციან.
ვოვენარგი: მათთვის, ვისაც სწამს, მტკიცებულებები არ არის საჭირო, მათთვის, ვისაც არ სწამს, შეუძლებელია, მტკიცებულებები არსებობდეს.
ჩაპლინი: შენი შიშველი სხეული უნდა ეკუთვნოდეს მას, ვინც შენს შიშველ სულს შეიყვარებს.
იბსენი: ათასი სიტყვა ნაკლებ კვალს ტოვებს, ვიდრე ხსოვნა ერთი საქციელისა.
მოლიერი: ყველა ქალი სხვადასხვანაირად ერთნაირია.
რობერ ბოვე: ქალებს გმირებიკი არა, გამარჯვებულები უყვართ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან