ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 30.04

მიხეილ ჯავახიშვილი: ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება.
დოსტოევსკი: ხაფანგში საუკეთესო ხორცის ნაჭერს განა ვირთხების პატივსაცემად დებენ.
დიდრო: განათლება ადამიანს ღირსებას მატებს, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონობისთვის დაბადებული არ არის.
მონტენი: როდესაც შენში უარყოფითს ვერ პოულობენ, მის გამოგონებას იწყებენ.
ტვენი: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც დაკრძალვის ცერემონია გარდაცვლილზე მნიშვნელოვანია, ქორწილი – სიყვარულზე, გარეგნობა კი – ჭკუაზე.
ვან გოგი: მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ღამე გაცილებით უფრო ცოცხალი და ფერადია, ვიდრე დღე.
შექსპირი: სადაც ცოტაა სიტყვები, იქ მათ ფასი აქვთ.
ნელსონ მანდელა: თავისუფლებისთვის სულაც არ არის საჭირო, ცა და ქვეყანა იყიდოთ! მხოლოდ საკუთარ თავს ნუ გაყიდით.
იოანე ოქროპირი: თავმდაბალი ცოდვილები კეთილი საქმეების გარეშეც გამართლდებიან, მართალნი კი ამპარტავნების გამო მრავალი წლის შრომას ღუპავენ.
ნილოს სინელი: თუ ადამიანურად ძნელია წყენის მიტევება, ქრისტიანულად კიდევ უფრო ძნელია მიუტევებლობა.
მარკოზ მოსაგრე: თუ საკუთარი ცოდვები გვახსოვს, სხვისაზე ვერასოდეს ვიფიქრებთ.
შოპენჰაუერი: ჭკვიანი ადამიანები არ ეძებენ მარტოობას, ისინი, უბრალოდ, სულელების მიერ შექმნილ ხმაურს გაურბიან.
ვოვენარგი: ადამიანი მაშინ იცვლება, როცა მას გულს სტკენენ ან ბევრ რამეს ხვდება.
ტოლსტოი: ცხოვრების განმავლობაში შეცდომების უმეტესობა მაშინ დავუშვი, როდესაც მინდოდა, სხვებისთვის მესიამოვნებინა.
სტენდალი: ადამიანები სხვის მწუხარებას უფრო ხშირად იზიარებენ, ვიდრე სიხარულს, ბევრს კი სხვისი სიხარულის გაზიარება საერთოდ არ შეუძლია.
ჟვანეცკი: ქალი დაბადების დღეს ერთი წლით უფროსი კი არ ხდება, არამედ ერთი წლით საშიში.
მოლიერი: მამაკაცებს მხოლოდ ერთი რამ უნდათ ყველა ქალისგან, ქალებს კი ყველაფერი ერთი მამაკაცისგან უნდათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან