ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 31.03

კონფუცი: ცუდი მმართველია ის, ვინც ხალხს სძულს. ცოტათი უკეთესი – ვინც ხალხს უყვარს, ხოლო საუკეთესოა, ვისაც ხალხი არ იცნობს.
სეთ გოდინი: კარგი იდეები ვერ მოგივა, თუ მზად არ ხარ, უამრავი ცუდი იდეა მოიფიქრო.
დაგლას ადამსი: ნებისმიერი ადამიანის რჩევის ხარისხი უნდა შეადარო იმ ცხოვრების ხარისხს, რომლითაც ეს ადამიანი თავად ცხოვრობს.
ნელსონ მანდელა: თავისუფლება არ ნიშნავს მხოლოდ ვინმეს ბორკილებისგან დახსნას, ეს ნიშნავს, პატივი სცე და ხელი შეუწყო სხვათა თავისუფლებას.
სენტ-ეგზიუპერი: სიმპათია, ეს არის როცა მოგწონს გარეგნობა, ტრფიალება – როცა მოგწონს გარეგნობა და ხასიათი, ხოლო სიყვარული – როცა ნაკლოვანებებიც მოგწონს.
ჩერჩილი: წარმატება, ეს არის უნარი, იმოძრაო ერთი წარუმატებლობიდან მეორისკენ, ისე, რომ არ დაკარგო ენთუზიაზმი.
ომარ ხაიამი: არიან ადამიანები, ვისაც ხურდას მისცემ და მთელი ცხოვრება ემახსოვრება, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც ცხოვრებას გაწირავ და ამას ვერც კი მიხვდება.
ტაისონი: როცა მაღლა-მაღლა იწევ, მეგობრები იგებენ, ვინ ხარ შენ, როცა ეცემი, შენ იგებ, ვინ არიან მეგობრები.
ტიხონ ზადონელი: ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ.
ისააკ ასური: როდესაც ფიქრობ, რომ ესა თუ ის ცოდვა მცირეა, განა არ მიხვალ იქამდე, რომ არცერთ ცოდვას დიდად აღარ მიიჩნევ?
იოანე ოქროპირი: სხვისი ცოდვაში ჩაგდების გამო ორმაგად ვაგებთ პასუხს.
რემარკი: პატიებას ყოველთვის ის არ ითხოვს, ვინც დამნაშავეა. პატიებას ითხოვს ის, ვინც უფრთხილდება ურთიერთობას.
მარგარეტ ტეტჩერი: ნურასოდეს დაუგდებთ ყურს, როცა გკიცხავენ, რადგან წყალზე სიარულიც რომ იცოდეთ, დარწმუნებული იყავით, ვიღაც აუცილებლად იტყვის: „შეხედეთ, მან ცურვაც კი არ იცის“.
ჟვანეცკი: ნებისმიერი ქალი წაჰყვება მამაკაცს, სადაც თავად ქალს სურს.
მოემი: ქალი ცხოვრობს საკუთარი წესებით, რომლებსაც თვითონ ცვლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან