ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 26.03

ნაპოლეონი: შესაძლებელია, დაამარცხო ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც საუკეთესო არმია იცავს, მაგრამ შეუძლებელია იმ ქვეყნის დამარცხება, რომელსაც ხალხი იცავს.
დრაკერი: დიდ თანამდებობაზე არასდროს უნდა დაინიშნოს ადამიანი, რომელიც აქცენტს ადამიანების სისუსტეზე აკეთებს და არა მათ ძლიერ მხარეზე.
მონტენი: ბედნიერება არის არა პრობლემების არარსებობა, არამედ მათი მოგვარების უნარი.
ოტია: ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი.
ვოვენარგი: შეცდომებს უშვებს ყველა, შეცდომებს აღიარებს ჭკვიანი, პატიებას ითხოვს ძლიერი, ურთიერთობებს აღადგენს მოსიყვარულე.
კონფუცი: მთის მწვერვალზე მყოფი ადამიანი ციდან არ ჩამოვარდნილა.
ვუდი ალენი: თუ გსურს გაიგო, რას წარმოადგენს ადამიანი, ნუ უსმენ, რას ლაპარაკობენ მასზე სხვები, მოისმინე, რას ლაპარაკობს თვითონ ის სხვებზე.
იოანე ოქროპირი: თუ მხოლოდ ადამიანებისადმი შიშით იცხოვრებ, მაშინ ღმერთისგან დამდაბლებული იქნები, მაგრამ თუ ღვთის შეგეშინდება, ადამიანებისგანაც პატივცემული იქნები.
ისააკ ასური: თუ საკუთარი სისუსტე მუდამ გემახსოვრება, არასოდეს გადააბიჯებ სიფხიზლის საზღვრებს.
ამბა ისაია: ყოველთვის სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკს მუდამ დაკავებული დახვდე. სიკეთე ან აკეთე, ან თქვი, ან ჩაიფიქრე.
აინშტაინი: საკუთარი თავის მპოვნელი აღარ არის სხვათა აზრებზე დამოკიდებული.
ცვეტაევა: თუ რაღაც გტკივა, გაჩუმდი, თორემ სწორედ იქ დაგარტყამენ.
რიჩარდ ბახი: შენი მასწავლებელი არის არა ის, ვინც გასწავლის, არამედ ის, ვისგანაც სწავლობ.
ტაისონი: თუ ადამიანი დგება დაცემის შემდეგ – ეს არ არის ფიზიკა, ეს ხასიათია.
შანელი: ქალი ცდილობს, მიიქციოს მამაკაცის ყურადღება სიცილით, ცრემლით კი შეინარჩუნოს.
მოემი: რაც უფრო მეტად შეიწყალებს ქალი კაცს, მით უფრო მეტად უყვარს ის მამაკაცი და მამაკაცს კი ის ქალი – მით უფრო ნაკლებად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან