ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 12.03

უაილდი: ჩვენს დროებაში ადამიანებმა იციან ყველაფრის ფასი, მაგრამ არ იციან არაფრის დაფასება.
ლაფლინი: ყველაზე უბედური ადამიანები არიან ისინი, რომლებსაც ყველაზე მეტად ცვლილებების ეშინიათ.
ჩერჩილი: უგუნურია ის ადამიანი, რომელიც არასოდეს იცვლის საკუთარ აზრს.
კონფუცი: ხანდახან ბევრს ვხედავთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ მთავარს.
ვოლტერი: არასოდეს მიიხედოთ უკან, იქ ყველაფერი უცვლელია.
რუსო: არ შეიძლება ცხოვრების თავიდან დაწყება, მაგრამ შეიძლება მისი სხვანაირად გაგრძელება.
მონტენი: საითკენაც მიისწრაფვის შენი აზრი, იქით მიემართება შენი ცხოვრება.
ტოლსტოი: ნუ გაერთობი გეგმებით მომავალზე. მომავალს თავისი გეგმები აქვს ჩვენზე.
ოსტინი: შენი ენერგია შენი ყველაზე ძვირფასი ვალუტაა.
გაბრიელ ქიქოძე: ღმერთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ თავისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს.
ეფრემ ასური: თუ ცუდი საქმისგან შემოსავალს იღებ, ეს უბედურების წინამორბედად მიიჩნიე.
ამბა ისაია: ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი და ნუ ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან თავს ვნებებისგან გათავისუფლებულად გრძნობდე.
ომარ ხაიამი: გაიხსენე ღმერთი, როდესაც კარგად ხარ და ის გაგიხსენებს, როდესაც ცუდად იქნები.
პასკალი: ბედნიერებაა, როდესაც იპოვი იმ ადამიანს, რომელიც შენ გეძებდა.
დიუარსი: არასწორი ნაბიჯების უმეტესობას ადგილზე დგომა იწვევს.
ჟვანეცკი: ქალი ისეთი მზაკვარი არსებაა, რომ მამაკაცის შეცოდებას მის ღალატამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებს.
შანელი: შიშველი ქალი უფრო დადებით ემოციებს იწვევს, ვიდრე შიშველი სიმართლე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან