ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 26.02

ტოლსტოი: ბრძენი ის კი არ არის, ვინც ბევრს ფიქრობს დიდ საქმეებზე, არამედ ის, ვინც ცოტას ფიქრობს წვრილმანებზე.
ომარ ხაიამი: ცუდს ჩვენ შესახებ ჩვენზე უარესები ფიქრობენ. ვინც ჩვენზე უკეთესია, ჩვენთვის არ სცალია.
ვოვენარგი: არის გზები, რომელიც მარტომ უნდა გაიარო... არის დღეები, რომელიც მარტომ უნდა გადააგორო.. არის ჭრილობები, რომლებსაც მარტო უნდა გაუმკლავდე.
მურაკამი: ზოგჯერ სიმართლე ქვიშაში ჩაფლულ ქალაქს მაგონებს. დრო რომ გადის, ქვიშა იკლებს, იფანტება და გამოჩნდება ის, რაც დაფარული იყო.
უმბერტო ეკო: არასდროს მოატყუო ადამიანი, რომელიც გენდობა! არასდროს დაუმტკიცო სიმართლე ადამიანს, რომელიც არ გენდობა!
ნაბოკოვი: საუკეთესო რეაქცია მტრულ კრიტიკაზე – გაიღიმე და დაივიწყე.
ზიგლარი: რაც უფრო მადლიერი ხართ იმის, რაც გაქვთ, მით უფრო მეტი გექნებათ სამადლობელი მომავალში.
იოანე ოქროპირი: ნუ დაუშვებ, რომ შენი სიყვარული მოყვარეს მიმართ მის უბედურებაზე მოკლე იყოს.
ანტონ დიდი: ყველას ნუ გამოუმჟღავნებ შენს აზრებს, არამედ მხოლოდ მათ, რომლებსაც შენი სულის მკურნალობა შეუძლიათ.
ისააკ ასური: ცოდნასთან ერთად გიყვარდეს შრომა, რამეთუ მხოლოდ ცოდნა ადამიანს ქედმაღალს ხდის.
ოსტინი: ზოგჯერ ბედნიერებისთვის საკუთარ თავთანაც კი უნდა იბრძოლო.
თაგორი: ძალზედ მარტივია, იყო ბედნიერი, თუმცა ძალიან რთულია, იყო მარტივი.
კონსტანტინე: ზოგს ენა როდი აბია, თავადაა ენას მიბმული.
ვოლტერი: ჭკვიან ადამიანს ყოველთვის შეუძლია შეცდომის გამოსწორება, ხოლო ბრიყვს შეცდომების აღიარების უნარიც არ აქვს.
უაილდი: თქვენ თუ გაინტერესებთ, რას ამბობს ქალი, უყურეთ მას, მაგრამ არ მოუსმინოთ.
შანელი: ქალის გახდა უფრო ადვილია მისი თანხმობის გარეშე, ვიდრე მისი ჩაცმა საკუთარი გემოვნებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან