ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 19.02, 2023 წელი

ფროიდი: ის, რასაც მშვიდად აღიქვამთ, თქვენს მართვას ვეღარ შეძლებს.
რუსო: თუ პრობლემა გაქვს, ეცადე, მოაგვარო. თუ ვერ აგვარებ, ამისგან პრობლემას ნუ შექმნი.
ოტია: ლაპარაკის სწავლას ორი წელი სჭირდება, იმას კი სად, როდის და რა ილაპარაკო – მთელი ცხოვრება.
კონფუცი: მოერიდეთ მათ, ვისაც უნდა, რომ დანაშაულის გრძნობა ჩაგინერგოთ, ვინაიდან მათი სურვილი თქვენი მართვაა.
გოეთე: მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის.
ვოლტერი: ზოგჯერ შეცდომებს ვასწორებთ ჩვენ, ზოგჯერ კი შეცდომები გვასწორებენ.
ბაფეტი: არ ვღელავ იმაზე, რაც არ ვიცი. მაღელვებს ის, რაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვიცი.
იოანე ოქროპირი: პატივმოყვარეობას ყოველთვის უნდა ერიდო, განსაკუთრებით კი მოწყალების გაღების დროს. ამ ავადმყოფობით მოწყლული მოწყალება მოწყალების საქმე კი აღარ არის, არამედ თავმომწონეობა და გულქვაობა.
ნეტარი ავგუსტინე: გიყვარდეს და ყოველთვის სამართლიანად მოიქცევი ისე, რომ ამას თავადაც ვერ შეამჩნევ. ეს სულიერი საწყისი გასწავლის, როგორ მოიქცე ყოველგვარ ვითარებაში.
ჭაბუა ამირეჯიბი: ადამიანი შეცდება და გაკადრებს რაღაცას. არ უნდა მოგივიდეს გული, თვარა, მან რომ თავისი შეცდომით ჩაიდინა, იმ შეცდომაზე უარესს ჩაგადენინებს წყენა და გაბრაზება.
ლინკოლნი: მტრის განადგურების საუკეთესო გზა მასთან დამეგობრებაა.
ოთარ ჭილაძე: ადამიანი მარტო არასდროს ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.
ტოლსტოი: გმირები საჭიროა საშიშროების დროს. სხვა დროში ისინი თავად ხდებიან საშიშნი.
სალივანი: კაცი კლდესავით ძლიერია, მაგრამ ნებისმიერ ლოდს შეიძლება გაუჩნდეს ბზარი. ქალი უფრო წყალს ჰგავს – სიცოცხლეს უზრუნველყოფს და თავისი მიზანდასახულობით შეუძლია, უმტკიცეს გრანიტსაც შეუცვალოს ფორმა.
მოემი: მხოლოდ ქალს შეუძლია, დროებით გააჩეროს დრო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან