ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 05.02

ომარ ხაიამი: დრო კი არ კურნავს, არამედ აზრებს ცვლის.
დარვინი: იმარჯვებს ის, ვინც ცვლილებებს ეგუება და არა ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი.
ჩერჩილი: ტაქტი ნიშნავს, ადამიანი ჯანდაბაში ისე გაუშვა, რომ ერთი სული ჰქონდეს, გზას როდის დაადგება.
როკფელერი: ყველაზე ღარიბი ისაა, ვისაც ფულის გარდა არაფერი აბადია.
ვანდელბანდი: სინდისის ბატონობა ნამდვილი თავისუფლებაა.
მამარდაშვილი: ქრისტე რომ შენამდე დაიბადა, ეს გარანტია არაა იმისა, რომ ქრისტიანი და კეთილი იქნები. ქრისტე ხელახლა უნდა დაიბადოს შენში. ცობიერება მარადიული აწმყოა.
შილერი: ნათელი გონება ზნეობრიობის გრძნობას აკეთილშობილებს. გონებამ გული უნდა აღზარდოს.
მონტენი: შეყვარება იოლია, ერთად ყოფნა – ძნელი.
ნილოს სინელი: ვინც ცოდვა არ მოიძულა, ის თუნდაც არ აღასრულებდეს მას, მაინც ცოდვილებში ითვლება.
ისააკ ასური: უმჯობესია, თავმდაბალი ცოდვილი იყო, ვიდრე ამპარტავანი მართალი.
ბასილი დიდი: თუკი არ ვიდარდებთ იმაზე, რაც არ გვაქვს, მაშინ ვისწავლოთ, ვმადლობდეთ იმისთვის, რაც გვაქვს.
ვოვენარგი: ისე არავინ დაგეხმარება, როგორც საკუთარი თავი და ისე არავინ დაგაზარალებს, როგორც საკუთარი თავი.
ვოლტერი: დაივიწყე, რამაც წარსულში იარა მოგაყენა, მაგრამ არასდროს დაივიწყო, რა გასწავლა მან.
ტოლსტოი: სიკეთე კეთდება უსიტყვოდ. დანარჩენი ყველაფერი თეატრია.
რუსო: ადამიანი, რომელიც თავის პრობლემებში სხვას ადანაშაულებს ვერასდროს გახდება თავისი ბედის პატრონი.
ჟვანეცკი: ქალი, რომელიც ეცდება მამაკაცივით მოაგვაროს პრობლემები, ვერ გახდება ძლიერი ქალი, ის ცუდ კაცად გადაიქცევა.
მოპასანი: როცა ქალი მართალი არ არის, კაცია დამნაშავე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან