ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 08.01, 2023 წელი

ჩინგიზ აიტმატოვი: სუსტი ადამიანი ეწინააღმდეგება ცხოვრებისეულ გამოწვევებს, ძლიერი ითვალისწინებს მას, მაგრამ მისი იგნორირების უნარი არავის აქვს.
რიჩარდ ბახი: შურისგან ადამიანები ბერდებიან, სიბრაზისგან სულელდებიან, სიყვარულისგან ახალგაზრდავდებიან.
ომარ ხაიამი: დაიბადო ადამიანად — ეს სასწაულია, დარჩე ადამიანად — ეს შრომაა.
პიუზო: ის, ვინც სამართლიანად იქცევა, მას მეგობრები არ ჰყავს.
ვოლტერი: სიკვდილი არაა უდიდესი დანაკარგი... უდიდესი დანაკარგია, რაც ჩვენში კვდება, სანამ ცოცხლები ვართ.
მონტენი: მე ერთგული მეგობარი ვარ და საშიში მტერი... მაგრამ გააჩნია ვისთვის, როდის და როგორ.
ბალზაკი: მხოლოდ ბრიყვები კარგავენ ერთგულ ადამიანებს დაუფიქრებელი სიტყვებით. ჭკვიანები კი ცდილობენ მათ შენარჩუნებას სიცოცხლის ბოლომდე.
რუსო: იცხოვრე ამ სამყაროში როგორც სტუმარმა და არა როგორც მეპატრონემ.
ანტონ დიდი: ღმერთი მხოლოდ მათ შეუნდობს, ვინც საკუთარ თავს თვითონ არ პატიობს.
ამბა ევაგრე: საკუთარი თავის გამოსასწორებლად მტრის ცილისწამებებითაც უნდა ისარგებლო.
იოანე ოქროპირი: მოწყალების ძალა იმაში კი არ არის, ბევრს გაიღებ თუ ცოტას, არამედ იმაში, რომ მისცე არანაკლები, ვიდრე შეგიძლია.
ბულგაკოვი: ფრთხილად იყავით საკუთარ სურვილებთან - ახდენა იცის.
ვოვენარგი: არიან ადამიანები, ვისგანაც იღებ მაგალითს... მაგალითს, რომ არ გახდე ისეთი არამზადა, როგორიც ისაა.
ჩესტერფილდი: ყოველთვის, როცა დანებებას გადაწყვეტ, გაიხსენე, რომ ვიღაცის იმედი გქვია.
ტოლსტოი: მთავარია, წაქცეულის გვერდით დგომა ვისწავლოთ, თორემ ძლიერსა და გამარჯვებულს ისედაც ყველა ეტმასნება.
ჰოპკინსი: ყველა ქალში სძინავს ანგელოზს, დედოფალს და ეშმაკს, რომელსაც გააღვიძებს მამაკაცი, ის იქნება მისი.
ბომარშე: პატიოსან მამაკაცებს ქალები უყვართ, გაიძვერა მამაკაცები აღმერთებენ მათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან