ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 01.01, 2023 წელი

ლინკოლნი: არჩევანი არ არის მარტო ის, რასაც ირჩევთ, არჩევანი არის ისიც, რაზედაც უარს ამბობთ.
მაქს ფრაი: შენ წარმოდგენა არ გაქვს, რამდენად საშიშია ადამიანი, რომელმაც იცის, რომ სხვა გზა არა აქვს.
ვოლტერი: ჭკვიან ადამიანს ყოველთვის შეუძლია შეცდომის გამოსწორება, ხოლო ბრიყვს შეცდომის აღიარების უნარიც არ აქვს.
ვოვენარგი: ბედისწერას არ აქვს შეწყნარების უნარი.
ოუენი: ყოველი ბოროტებისა და სიკეთის ფესვი აღზრდაა.
ბიორკი: დემოკრატია პატივმოყვარეობის მკვებავია.
რუსო: ჩვენ გვიყვარს ის, ვისაც არ ვუყვარვართ და ვღუპავთ მას, ვისაც ვუყვარვართ.
მონტენი: ბევრჯერ მინანია, რომ ვილაპარაკე, მაგრამ არასდროს მინანია, რომ ვდუმდი.
რუმი: შეიყვარე თუნდაც ყველა, მაგრამ ყველას ნუ ენდობი.
ფროიდი: ყველაზე მეტად ადამიანს ის სურს და იმას აფასებს, რის მიღწევაც მას არ ძალუძს.
ნილოს სინელი: მე მეშინია ღვთის და კიდევ მეშინია ისეთი ადამიანის, რომელსაც ღვთის არ ეშინია.
იოანე ოქროპირი: როდესაც ეშმაკი ცოდვისკენ გვიბიძგებს, ცოდვის წყალობას წარმოგვიდგენს, შეცოდების შემდეგ კი — ღვთის მართლმსაჯულებას.
გრიგოლ ღვთისმეტყველი: რაც უფრო წარმატებულია ადამიანი სათნოებაში, მით მეტად უძნელდება სხვათა ბოროტების დაჯერება.
ომარ ხაიამი: ნუ ითხოვთ ადვილ ცხოვრებას, ინატრეთ ძალა, რომ გაუძლოთ რთულ ცხოვრებას.
შალვა ნუცუბიძე: სიტყვა ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში ხშირად შინაარსს იცვლის.
ტოლსტოი: ორმაგად ასწავლის ის, ვინც ასწავლის იმას, თუ რა უნდა გააკეთოს და თავადაც აკეთებს იმას, რასაც ასწავლის.
ჟვანეცკი: ქალისთვის სიბერე იწყება მაშინ, როდესაც ის საცვლებს უყურებს, როგორც ტანსაცმელს.
ლებრენი: ვინც ქალებს აქებს, მათ კარგად არ იცნობს, ხოლო ვინც მათ აგინებს, საერთოდ არ იცნობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან