ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 25.12, 2022 წელი

სტივ ჯობსი: ჩვენ არ ვირჩევთ არც დროს, არც საუკუნეს, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, თუ როგორ ვიცხოვროთ იმ დროში, რომელიც ჩვენთვის აირჩიეს.
გაიბელი: ჭკვიანია ის, ვინც დროზე მოვა, მაგრამ უფრო ჭკვიანია ის, ვინც დროზე წავა.
სპინოზა: ყოველი იდეა იმდენადაა ჭეშმარიტი, რამდენადაც ღმერთთანაა დაკავშირებული.
ჟვანეცკი: თუ შენ წინაშე არის ადამიანი, რომელიც გაღიზიანებს — შესაძლებელია სარკეში იყურები.
ოტია: როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ, გულგრილები - გივიწყებენ, თავხედები კი უფრო - თავხედდებიან.
ოთარ ჭილაძე: ჯობს სულ არ გააჩინო ბავშვი, ვიდრე ცუდად გაზარდო, არც ერთი ცხოველი არ არის უზრდელ ადამიანზე საზიზღარი.
ჯიბრანი: ვინც პირველივე წყენისას გტოვებს, იცოდე, ის ამ წყენას ელოდებოდა!
იოანე ოქროპირი: სუფთაც რომ იყო ცოდვებისგან, მაშინაც ნუ განიკითხავ მოყვასს შეცოდების გამო, რათა ამ განკითხვის გამო ცოდვაში არ ჩავარდე.
ამბა ისაია: ისე მოიპოვე, თითქოს არანაირი საჭიროება არ გქონდეს; ისე დაკარგე, თითქოს ზედმეტს აძლევდე.
ნეტარი ავგუსტინე: ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ისე ფლობ, რომ მისი დაკარგვა არ შეგიძლია.
ნოდარ დუმბაძე: თუ გიყვარს - ადამიანი ხარ, თუ უყვარხარ - ღმერთი! გვეცხოვროს ისე, რომ ადამიანობა მაინც შევძლოთ.
მონტენი: ვინც საკუთარ შეცდომებზე მიგითითებს, ყოველთვის არაა შენი მტერი და ვინც მიგითითებს საკუთარ ღირსებებზე, ყოველთვის არაა შენი მეგობარი.
ომარ ხაიამი: არც ერთი ადამიანი არ შეიძლება ისეთი საძულველი გახდეს, ვიდრე ის, რომელიც გიყვარდა.
გურჯიევი: იცოდე, რომ შეგნებული ცნობიერი რწმენა - თავისუფლებაა, გრძნობით ნაკარნახევი - მონობა, მექანიკური რწმენა კი - სიბრიყვე.
ტეტჩერი: თუ გინდათ რაიმე გაიგოთ, ჰკითხეთ კაცს, ხოლო თუ გინდათ რამე გააკეთოთ, შეეკითხეთ ქალს.
შანელი: მხოლოდ ქალს აქვს იმის გონება, რომ დამარცხდეს... რათა მოიგოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან