ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№49

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 18.12, 2022 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ვოლტერი: ჩვენზე ცუდს ისინი ფიქრობენ, ვინც ჩვენზე უარესია, ხოლო, ვინც ჩვენზე უკეთესია, ჩვენზე ფიქრისთვის არ სცალია.

პლუტარქე: მოსმენა ისწავლე და ცუდად ლაპარაკისგანაც კი მიიღებ სარგებელს.

სენეკა: ჯობია, ბოროტებს დაეხმარო კეთილების გამო, ვიდრე კეთილებს არ დაეხმარო ბოროტების გამო.

თომას მორი: ბევრი იღუპება სხვისი დაღუპვის მცდელობისას.

ომარ ხაიამი: სამშობლო — ეს არის ადგილი, საიდანაც ახალგაზრდობაში წასვლა გინდა, ხოლო სიბერეში დაბრუნება.

ბისმარკი: რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახორციელებენ ფანატიკოსები, ხოლო მათი ნაყოფით სუსტები ტკბებიან.

რუსო: ადამიანები ცდებიან იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ იციან.

მონტენი: ჭეშმარიტი ღირსება მდინარეს ემსგავსება, რაც უფრო ღრმაა, ნაკლებად ხმაურობს.

მარკოზ მოსაგრე: სხვისი განმკითხველი ბეჭედს ასვამს საკუთარ ბოროტ საქმეებს.

ტიხონ ზადონელი: ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრისხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ფასად თვლის.

ამბა დანიელი: რაც მეტად ნაპატიებია სხეული, სულია დათრგუნული, და პირიქით: რაც უფრო დათრგუნულია სხეული, მით უფრო მეტად მტკიცდება სული.

კონსტანტინე: ქართველი ისე შეეჩვია მონობას, რომ ბატონის გამოცვლა გათავისუფლება ჰგონია.

მაკედონელი: მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ. მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.

ტვენი: ადამიანები არ გეგმავენ წარუმატებლობებს, უბრალოდ, ისინი წარუმატებლად გეგმავენ.

მოპასანი: ქალებს არ აქვთ წესები, მათ აქვთ მხოლოდ განწყობა.

მოლიერი: ქალმა იცის სიყვარულის არსი, ხოლო კაცმა მისი ფასი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი