ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№48

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 11.12, 2022 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ემილ კრებსი: ფულსა და ცხოვრებაზე ადამიანები მაშინ ფიქრობენ, როცა მათი ბოლო ახლოვდება.

აინშტაინი: წარმატებისკენ კი არ უნდა ისწრაფვო, არამედ იმისკენ, რომ შენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.

ომარ ხაიამი: იღბალი ძალიან მოხერხებული სიტყვაა იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვეტილებებს არ იღებს.

ფორდი: ფული არ აფუჭებს ადამიანს... ის მხოლოდ გვიჩვენებს, თუ როგორია ადამიანი სინამდვილეში.

მონტენი: ძლიერი ადამიანები მაშინაც კი ახერხებენ სხვების დახმარებას, როცა საკუთარი პრობლემებიც ძალიან ბევრი აქვთ.

ბეკონი: ტკივილს უცხო ვერ მოგაყენებს, რადგან მან ხომ არ იცის, რა გტკივა, რა არის შენი სუსტი წერტილი. აი, ახლობელი კი კარგად უმიზნებს მტკივნეულ ადგილს.

გოეთე: ვისაც შენი სიჩუმის არ ესმის, ის ვერც შენს საუბარს გაიგებს.

ლინკოლნი: ძალაუფლება სიყვარულის გარეშე ადამიანს მოძალადედ გადააქცევს.

ანტონ დიდი: ნუ შეიწყნარებ მათ, ვინც ზომაზე მეტად მოწყალეა, მაგრამ ბოროტთა დასჯაც თვით სიკეთისა და სამართლიანობისთვისაა საჭირო და არა – საკუთარი ვნებისთვის.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: თუ ძაღლებს აჭმევენ, ისინი მორჩილნი ხდებიან; როდესაც ლომს უვლიან, თვინიერდება; შურიანები კი უფრო მეტად მძვინვარდებიან, როცა მათ სიკეთეს უკეთებენ.

ბასილი დიდი: ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ განვლილი არასოდეს იყოს უკეთესი მომავალზე, ანდა აწმყოზე.

ტოლსტოი: მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, არის ორი საწინააღმდეგო რამ: ნდობა და კონტროლი. კონტროლი – ეს ყოველთვის უნდობლობაა.

ტვენი: ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ცხოველებმა შეინარჩუნეს. ადამიანებმა ის თამაშად აქციეს.

ოთარ ჭილაძე: ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი... ხან ოცდაათი... ერთ ვერცხლად ფასობს.

ვოვენარგი: თუ შენ გვერდით არავინ არის, ესე იგი, საკუთარი თავის გაცნობის დრო დადგა.

ჟვანეცკი: ჩვენს დროში ქალი ლაპარაკობს სხეულით და უმრავლესობა უსმენს თვალებით.

უაილდი: ქალი კაცზე ჭკვიანია და მთელ ჭკუას იმაზე ხარჯავს, რომ ეს მამაკაცმა არ გაიგოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი