ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 15 წუთის წინ
იულიუს კეისარი: არავინ დგას კანონზე მაღლა – არც კანონმდებელი და არც უბრალო მოქალაქე. ჩამოართვით დეპუტატებს იმუნიტეტი და ქვეყანა დაწყნარდება.
ბერნარდ შოუ: თუ ორ ადამიანს ერთი და იგივე აზრი აქვს აბსოლუტურად ყველაფერზე, შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ მათგან მხოლოდ ერთი აზროვნებს.
ვოლტერი: ნუ ელი ბრმისგან იმ გზის ჩვენებას, რომელიც მას არასდროს უნახავს.
კონფუცი: თუ მწყემსებს დაუჯერებთ და თავს ფარაში შეარეკინებთ, ბოლოს საყასბეში აღმოჩნდებით.
შოპენჰაუერი: დაიმახსოვრე, რაც მეტს მოერგები ადამიანს, უფრო და უფრო მოგთხოვს მის „ხუშტურებზე“ სიარულს.
აინშტაინი: სუსტი ადამიანები შურისძიებას მიმართავენ, ძლიერები პატიობენ, ინტელიგენტები კი აიგნორებენ.
რუსო: ჩემი ხუმრობის წესი ასეთია – ვამბობ სიმართლეს. ამ სამყაროში სიმართლეზე სასაცილო ხუმრობა არ არსებობს.
ტვენი: სკოლა ციხეა, სადაც ბავშვებს იმიტომ ამწყვდევენ, რომ მშობლებს ხელი არ შეუშალონ.
ილია მეორე: დუმილი უფრო მეტყველია, ვიდრე მრავალსიტყვაობა. ისწავლეთ დუმილი, როცა საჭიროა და უფალი თავად ილაპარაკებს თქვენ ნაცვლად.
ნილოს სინელი: ყველაზე დიდი და იმავდროულად, ყველაზე საშინელი თავისუფლება, რომელიც ადამიანს შემოქმედისგან აქვს მიღებული, არის უფლება, უთხრას მას – „არა“:
იოანე კიბისაღმწერელი: ტყუილი არის სიყვარულის განადგურება, ხოლო ცრუ ფიცი – ღვთის უარყოფა. მატყუარა ადამიანი ჰგავს დემონს, რომელიც სინათლის ანგელოზის სახეს იღებს, რათა სხვები დაღუპოს.
ფრიმენი: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: თქვენ მიიღებთ იმას, რაც დაიმსახურეთ – მოულოდნელად, მაგრამ სამართლიანად.
ვოვენარგი: სიკეთე – ეს არის მზადყოფნა, იმოქმედო შენი საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ჩესტერფილდი: სიყვარულია, როცა ვიღაცას აძლევ ძალას, რომ გაგანადგუროს და ენდობი, რომ ამ ძალას არასოდეს გამოიყენებს.
შანელი: ქალებს მეგობრები არ ჰყავთ – ან უყვართ, ან - არა.
ჟვანეცკი: ქალები ამქვეყნიდან უფრო გვიან მიდიან, ვიდრე მამაკაცები, იმიტომ რომ ისინი ყველგან აგვიანებენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

