ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№47

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 04.12, 2022 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

კონსტანტინე: ზედმეტი ნდობა დაგღუპავთ, ზედმეტი სიყვარული გულს გატკენთ, ზედმეტი სიმართლე ხალხს თქვენს თავს შეაძულებს.

ვოვენარგი: რასაც ამბობენ, ყველაფერი მართალი არ არის და რაც მართალია, ყველაფერს არ ამბობენ.

ვოლტერი: ძალა შურისძიებაში კი არა, პატიებაშია, სიამაყეში კი არა, შეგუებაშია.

პითაგორა: ადამიანებთან ისე იცხოვრე, რომ შენი მეგობრები მოძულედ არ გადაიქცნენ, მოძულენი კი, პირიქით, მეგობრები გახდნენ.

რუმი: უფალი სამნაირად გპასუხობს. ამბობს „კი“ და გაძლევს, რაც გინდა; ამბობს „არა“ და გაძლევს კარგს; ამბობს „მოითმინე“ და გაძლევს საუკეთესოს.

ფროიდი: რაც უფრო უზადოა ადამიანი გარედან, მით უფრო მეტი დემონი ჰყავს მას შიგნით.

მონტენი: ბრძენი ადამიანის წყენინება შეუძლებელია. სიმართლე არ უნდა გეწყინოს, სიცრუე კი ყურადღების ღირსი არაა.

ტიხონ ზადონელი: ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის დაღუპვა და იღუპავს კიდეც, მაგრამ გადარჩენა თავისით არ ძალუძს.

იოანე ოქროპირი: ვინც აწმყოს მეტისმეტ პატივს სცემს, ის ვერასოდეს გახდება მომავალი სიკეთეების ხილვის ღირსი.

ბასილი დიდი: ვეცადოთ, რომ ქონება, რომელიც დაღუპვას იმსახურებს, იმ ჯილდოდ შევცვალოთ, რომელიც არასდროს იღუპება.

პლუტარქე: შენს ბედნიერებაზე შენზე უბედურ ადამიანს ნუ დაელაპარაკები.

დიუმა: ბედნიერება გზაა და არა დანიშნულების პუნქტი.

მარუკს ლევიუსი: ზოგჯერ ადამიანის ჩუმი გვერდით ყოფნაც კი გვაძლევინებს უბედურებას.

რემარკი: მეხსიერება ქვეყნად ყველაზე საზიზღარი მოღალატეა.

მოპასანი: ბევრის მოყვარული იცნობს ქალებს, ერთის მოყვარული კი შეიცნობს სიყვარულს.

კოელიო: ვარდს ისე უვლიან, როგორც ვარდს სჭირდება და არა მებაღეს. მამაკაცმა ქალზე ისე უნდა იზრუნოს, როგორც ქალს სჭირდება და არა მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი