ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№46

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 27.11, 2022 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ლაო ძი: თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება, გზასაც იპოვით, თუ არა და იპოვით მიზეზს.

ტოლსტოი: უყვართ სხვადასხვანაირად... ღალატობენ ერთნაირად.

ჩერნიშევსკი: პატრიოტი სამშობლოს მსახური ადამიანია, ხოლო სამშობლო, უპირველეს ყოვლისა, ხალხია.

რუსო: სადაც ბევრი სიყვარულია, იქ შეცდომაც ბევრია, სადაც არ არის სიყვარული, იქ ყველაფერი შეცდომაა.

ფროიდი: ცხოვრება ბევრჯერ გაგვთელავს, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია, წამოვდგებით თუ არა.

რუმი: სამყაროს ცვლის ადამიანის მაგალითი და არა მისი აზრი.

პითაგორა: სიჩუმე მოსაწყენია, მაგრამ ის ყველაზე ლამაზი პასუხია ბევრ შეკითხვაზე.

კარნეგი: ზოგჯერ სხვების გულგრილობა გეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. რთულია, მაგრამ სწორი.

მირზა შაფი: ვინც საკუთარ თავს იცნობს, არ ეშინია, რას ამბობენ მასზე სხვები.

ამბა ევეგრე: ბოროტის ხსოვნა სულიდან კეთილ გრძნობებს განაგდებს.

იოანე ოქროპირი: ის კი არ ზიანდება, ვინც ბოროტებას დაითმენს, არამედ ის, ვინც მას აკეთებს.

ისააკ ასური: ვინც არად აგდებს ადამიანურ დიდებას, იგი ღვთის დიდების ღირსი ხდება.

ვოვენარგი: ჩვენ არ გვეშინია სიკვდილის მანამ, სანამ არ ვიპოვით ადამიანს, ვისთვისაც ღირს სიცოცხლე.

მონტენი: როგორ ცოტა ვიცით და როგორ ხმამაღლა განვსჯით.

ბაფეტი: ადამიანში ეძებეთ სამი თვისება: ინტელექტი, ენერგია და პატიოსნება. ბოლო თვისების გარეშე დანარჩენ ორზე არც კი შეწუხდეთ.

ჟვანეცკი: ქალმა არასდროს იცის, რა უნდა, მაგრამ არ გაჩერდება, სანამ თავისას არ მიაღწევს.

კაფკა: ქალები მამაკაცებზე ჭკვიანები არიან, რადგან ცოტა იციან და ბევრს ხვდებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი