ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№45

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 20.11, 2022 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ჩერჩილი: არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა... არსებობს გამოსავალი, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს.

კოელიო: სანამ სხვებს ეტყოდეთ – დიახ, დარწმუნდით, რომ საკუთარ თავს არას არ ეუბნებით.

ლინკოლნი: საზოგადოება, რომელიც სამზარეულოთი და სიმღერით იწონებს თავს, ძირითადად, მონური საზოგადოებაა, რადგან მონები ჭამითა და მუსიკით იქარვებენ წუხილს.

ვოლტერი: ნუ ითამაშებ მასთან, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს. შენ დამარცხდები.

ტოლსტოი: არაფერი არ არის ისეთი ძნელი, როგორც ცუდად აღზრდილი ადამიანის ხელახლა აღზრდა.

ოთარ ჭილაძე: ნებისმიერ ადამიანს მოაქვს ბედნიერება, ზოგს შენ გვერდით ყოფნით, ზოგს კიდევ არყოფნით.

კონფუცი: შეგიძლიათ, მთელი ცხოვრება წყევლოთ სიბნელე ან აანთოთ პატარა სანთელი.

ილია მეორე: ცრემლით ლოცვა უდიდესი მადლია, როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს.

იოანე ოქროპირი: ნუ დაიმახსოვრებ ავს, თუ არ გინდა, რომ საკუთარ თავს ავნო.

ტიხონ ზადონელი: როცა მამა შვილს დაუსჯელად ტოვებს და თავის ნებაზე მიუშვებს, აშკარავდება, რომ მან ზურგი აქცია და განიშორა იგი, ასევე, როცა უფალი ადამიანს დატოვებს დაუსჯელად, იმის მანიშნებელია, რომ მან ღვთის წყალობისგან განაძევა იგი. ასეთ ადამიანს სხვა არაფერი ელის, გარდა საკუთარ თავზე მოწვნეული ღვთის რისხვისა.

ნეტარი ავგუსტინე: ადამიანი მანამ არ დაასრულებს ზრუნვას, სანამ არ შეიყვარებს იმ სიკეთეს, რაც ვერასდროს წაერთმევა.

აბუ ჰამიდ ალ-გაზალი: რასაც ვერ იგებ, ის ტყუილი ნუ გგონია.

ფროიდი: სისულელის უპირველესი ნიშანია სირცხვილის სრულად არქონა.

პითაგორა: ნუ დაედევნები ბედნიერებას. ის ყოველთვის შენს შიგნითაა.

რუმი: ყველაზე უარესი მარტოობაა მათ შორის დარჩენა, ვისაც შენი არ ესმის.

უაილდი: ქალის ინტუიცია უფრო ზუსტია, ვიდრე კაცის თავდაჯერებულობა.

ჟვანეცკი: ქალებს უყვართ მხოლოდ ისინი, ვისაც არ იცნობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი