ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 06.11, 2022 წელი
რუზველტი: დიდი ტვინები იდეებს განიხილავენ, საშუალო ტვინები – მოვლენებს, პატარა ტვინები კი – ადამიანებს.
ვოლტერი: ვინც ყველას სიკეთეს უკეთებს, არავინაა მისი მადლიერი.
ბორხესი: არასდროს ენდო ადამიანს, ვინც საკუთარ პრობლემებზე გელაპარაკება და სიხარულს გიმალავს.
შოპენჰაუერი: უკვდავი რომ გახდე, მთელი ცხოვრება უნდა დახარჯო.
დოსტოევსკი: სიკეთისთვის მაშინვე მადლობა გადაუხადე, ბოროტებისთვის კი – მომავლისთვის გადადე.
ნიცშე: გველი, რომელსაც არ შეუძლია კანის გამოცვლა, უნდა მოკვდეს. ისევე, როგორც გონება, რომელსაც არ შეუძლია აზრების ცვლა, წყვეტს არსებობას.
მურაკამი: გამოცდილება სიტყვაა, რომელსაც ადამიანები საკუთარ შეცდომებს არქმევენ.
ნელსონ მანდელა: არსებულ ვითარებაში წარსულზე ფიქრი ჩემთვის გაცილებით უფრო რთულია და დამღლელი, ვიდრე აწმყოს განსჯა და მომავლის განჭვრეტა.
იოანე ოქროპირი: უსამართლო წყენის სანაცვლოდ, რომელიც დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო ის, ღმერთი ან ცოდვათა მოტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.
ამბა ისაია: ვისაც დრო სიფხიზლეში ამაოდ მეტყველებით გაჰყავს, უკეთესად მოიქცეოდა, თუ დაიძინებდა.
ტიხონ ზადონელი: ღვთისმოსავ სულს ამქვეყნად არა აქვს ნამდვილი სახლი და მამული. ყველგან დევნა და გადასახლებაა.
რუსო: სანამ უპასუხებ, ჯერ ჰკითხე.
ტოლსტოი: სადაც უყვარხართ, იქ იშვიათად მიდით, სადაც არ უყვარხართ, არასდროს მიხვიდეთ.
ვოვენარგი: საშიში არაა, ჭკვიანი გაიხადო მტრად. საშიშია, სულელი დაიმეგობრო.
მონტენი: ჯობს, კარგად იჩხუბოთ, ვიდრე ცუდად შერიგდეთ.
კამიუ: ქალის უფლებაა ილაპარაკოს მეტი, ვიდრე მამაკაცმა, ხოლო მამაკაცის ვალდებულებაა, გააკეთოს მეტი, ვიდრე ქალმა.
უაილდი: თუ ქალი მართალი არ არის, მიდი და მოუბოდიშე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან