ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№42

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 30.10, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ვოლტერი: ძმებად დაბადებულ ადამიანებს ომი ველურ ცხოველებად გადააქცევს.

გოეთე: განმარტოებული ადამიანი მიზანს ვერასდროს მიაღწევს.

ჩესტერფილდი: ჭკვიანი კაცი ყოველთვის ჩქარობს, მაგრამ ნაჩქარევად არაფერს აკეთებს.

ჰერბერტ სპენსერი: კაცობრიობა ყოველთვის წარმატებით ვითარდებოდა თვითგანათლების გზით.

ვოვენარგი: სულ წინ მოძრაობა უკან დაგაბრუნებს.

ჟვანეცკი: ტვინი წარბი არაა, თუ არ გაქვს, ვერ მიიხატავ.

ტოლკინი: მთელი ცხოვრება ვოცნებობ, მონაწილეობა მივიღო სახიფათო ექსპერიმენტში. მაგალითად, მსურს, დავრწმუნდე, რომ დიდი ფული ნამდვილად რყვნის ადამიანს.

ჰიუგო: ვინც სკოლას ხსნის, ის ციხეს ხურავს.

პუბლიუს სირიუსი: მას, ვისიც ბევრის ეშინია, ბევრის თავად უნდა ეშინოდეს.

წმიდა ამბროსი მედიოლანელი: ჭრილობებს ღვინით ბანენ და ზეთით მკურნალობენ. ასევეა აღზრდის დროსაც: შემწყნარებლობა შეერთებული უნდა იყოს სიმკაცრესთან.

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი: შურიანები თვით იმ ნაკლოვანებისთვისაც კი გვაქებენ, რომლებიც საკუთარ თავში თავად არ მოგვწონს.

ამბა იოანე: თუ სახალხო სირცხვილზე იფიქრებ, რომელიც ღვთის წინაშე ცოდვილებს მოეწევათ, დროებით სირცხვილს აღარაფრად მიიჩნევ.

ავრელიუსი: დაივიწყე ყველაფერი, რამაც წარსულში გული გატკინა, მაგრამ არ დაივიწყო, რა გასწავლა მან.

ჯებრანი: ღირსება ყოველთვის შიშზე ძლიერი უნდა იყოს.

პლუტარქე: სურვილი იმით სარგებლობას გვიშლის, რაც გაგვაჩნია.

ივ სენ ლორანი: ქალებს მხოლოდ ის მამაკაცები უყვართ, რომლებსაც კარგად არ იცნობენ.

შანელი: როცა ქალი ბრაზდება, ესე იგი, ის არა მარტო მტყუანია, არამედ ხვდება კიდევაც ამას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი