ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№41

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 23.10, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ჩაპლინი: თუ შეხედავთ მთვარეს, დაინახავთ ღმერთის მშვენიერებას. თუ შეხედავთ მზეს, დაინახავთ ღმერთის ძალას. თუ შეხედავთ სარკეს, დაინახავთ ღმერთის საუკეთესო ქმნილებას. ასე რომ, ირწმუნეთ ეს.

პლატონი: შეიძლება, აპატიო ბავშვს, რომ ეშინია სიბნელის, მაგრამ ცხოვრების ნამდვილი ტრაგედიაა, როდესაც მამაკაცს ეშინია სინათლის.

კამიუ: ყველა იჩქარის, სხვა გაკიცხოს, რომ თვითონ განუსჯელი დარჩეს.

ვოვენარგი: მთავარი სიმამამცე მამაკაცისთვის მტრის ამოცნობაა.

მონტენი: როცა ვინმეს ოჯახში შედიხარ, იყავი ბრმა. როცა გამოდიხარ, იყავი მუნჯი. ნუ ეძებ ნაკლოვანებებს სახლში, რომელშიც იმყოფები.

რუსო: ჭკვიანი ადამიანები მისდამი ნასროლ ქვებს კვAრცხლბეკის ასაგებად აგროვებენ.

ჰიუგო: სამშობლოსადმი მიყენებულ ჭრილობას ყველა ჩვენგანი გულის სიღრმეში გრძნობს.

პლუტარქე: მედიცინა ჩვენ ხანგრძლივად და მტანჯველად გვკლავს.

ნილოს სინელი: თუ ავის მდომს შეიწყნარებ, მტერი გეყოლება და თუ ვნებას შეიწყნარებ, იგი შენს წინააღმდეგ ამხედრდება.

ეფრემ ასური: განრისხებულ და გაბრაზებულ მდგომარეობაში ყოფნა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის დასჯა სხვისი ცოდვებისა და სისულელეების გამო.

მარკოზ მოსაგრე: როგორც გამოუცდელი ხბო მიიჩქარის ბალახისკენ და უფსკრულის პირას აღმოჩნდება, ასევე ემართება სულს, რომელიც ნელ-ნელა იხიბლება ზრახვებით.

ნაპოლეონი: დიადი ტვინის წინ თავს ვხრი. დიადი გულის წინ კი – მუხლს ვიდრეკ.

კრისტი: ძალიან ცოტანი ისეთი ადამიანები, რომლებიც პირველი ნახვისას ჩანან.

პუბლიუს სირიუსი: მომჭირნეობის შედეგი ყველაზე საიმედო შემოსავალია.

ავრელიუსი: ჩვენი ცხოვრება ისაა, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ.

შანელი: თუ ქალს ცუდად აცვია, იმახსოვრებენ მის ტანსაცმელს, ხოლო თუ კარგად აცვია, იმახსოვრებენ ქალს.

ჰერტრუდა სტაინი: თავისუფალია ქალი, რომელიც სექსით არის დაკავებული ქორწინებამდე, ხოლო სამსახურით – ქორწინების შემდეგ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი