ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№40

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 16.10, 2022 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

პლუტარქე: რომ შეიგრძნოთ იმისი ფასი, რასაც ფლობთ, წარმოიდგინეთ, რა დაკარგეთ.

ვოვენარგი: მშიშარა ადრე თუ გვიან მაინც გიღალატებს.

ლაროშფუკო: ღალატი, ხშირ შემთხვევაში, არანაირი განზრახვით არ ხდება, არამედ სუსტი ხასიათის გამო.

ტოლსტოი: ჩვენ რაც მეტად გვიყვარს, მით მეტ შეცდომებს ვუშვებთ; რაც მეტად გვინდა ვინმესთან სიახლოვე, მით მეტი დაჟინებით ვცდილობთ მივიჯაჭვოთ; რაც მეტად გვინდა, ვინმეს ცხოვრება უნაკლო და უშეცდომო იყოს, მით მეტად ძლიერ ვიქნევთ დირიჟორის ჯოხს მისი მიმართულებით.

პიუზო: ადამიანები ზოგჯერ ერთ წინადადებაში, ერთ სიტყვაში, ერთ ქცევაში მთავრდებიან.

მონტენი: ხანდახან დანგრეული ხიდებიც მთელდება, მაგრამ ზედ გადასვლის სურვილი უკვე აღარ გაქვს.

ნაპოლეონი: მე ამქვეყნად იმისთვის კი არ მოვედი, რომ ადამიანები უკეთესნი გავხადო, არამედ იმიტომ რომ მათი სისუსტეები გამოვიყენო.

აგათა კრისტი: როცა გაიგებ, თუ რომელი წუთები იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, უკვე გვიან იქნება.

იოანე ოქროპირი: ის კი არ არის ცუდი, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, არამედ ის, როდესაც შენ აწყენინებ სხვებს, ანდა, როცა წყენის ატანა არ შეგიძლია.

ამბა დოროთე: უფრთხილდით მცირედის არად მიჩნევასა და მის სიძულვილს, როგორც მცირესი და არარაობისა, რადგან ის მართლაც მცირე როდია, მისი მეშვეობით ცუდი ჩვევა გამომუშავდება.

ეფრემ ასური: ვისაც ქვის დაძვრა სურს, ზემოდან კი არა, ქვემოდან შეუყრის ბერკეტს და მაშინ ადვილად დაძრავს ქვას – ეს არის თავმდაბლობის მაგალითი.

რუსო: საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებს ნუ გამოსცდი, დიდი ალბათობით, ისინი ამ გამოცდას ვერ გაუძლებენ.

პუბლიუს სირიუსი: ყველაზე დიდი ბოროტება ისაა, რომელიც სიკეთედ წარმოაჩენს თავს.

ავრელიუსი: მტერს ნამდვილ სამაგიეროს გადაუხდი, თუკი მას არ დაემსგავსები.

ჰიუგო: ჭეშმარიტი სიყვარულის ნიშანი კაცისთვის მორიდებულობაა, ქალისთვის – სითამამე.

ჟვანეცკი: თქვენ ვერ ისიამოვნებთ ქალით, თუ მის გაგებას შეეცდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი