ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№38

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 02.10, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ჰიუგო: თუ არაფერი გაგაჩნიათ, გაქვთ ღირსება, მაგრამ თუ ღირსება არ გაქვთ, არაფერი გაგაჩნიათ.

ჯონ გოტი: ვინც ყრუა, მუნჯი და ბრმა, ის ამ სამყაროში ათასი წელი ცხოვრობს.

ვოვენარგი: უგუნურია ის, ვინც საკუთარი თავის მართვა არ იცის და სხვების მართვა სურს.

დეფო: რაც უფრო უბედურია ადამიანი, მით უფრო მეტი გართობა სჭირდება.

ავრელიუსი: რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს საკუთარი თავი, მით უფრო მეტადაა დამოკიდებული სხვების აზრებზე.

დიუმა: ადამიანები, რომლებიც არასდროს არაფერს გეკითხებიან, ყველაზე საუკეთესო მანუგეშებლები არიან.

უაილდი: ქარის მიმართულებას ვერ შეცვლი, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია, გაშალო აფრები, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიო.

ფრანკლინი: არავისზე ცუდი არ თქვათ, მაგრამ მოუყევით ყველაფერი კარგი, რაც მათზე იცით.

ფრენკ კოსტელო: ბევრ რამეს გაიგებთ, თუკი ადამიანის ჭამას დააკვირდებით.

ამბა ისაია: სულისთვის განუწყვეტელი ყურადღება აუცილებელია, რადგან მისი ბუნება ცვალებადია.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: შენთვის ერთნაირად ცუდია – განიშორო მადლმოსილი იმედი და გაგიჩნდეს მეტისმეტად თამამი აზრი, რომ ძნელი არაა სრულყოფილი იყო.

კასიანე რომაელი: თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში თან წავიღებთ, ისინი მხოლოდ დაფარული იქნება ჩვენში და არა აღმოფხვრილი.

მარკ ტვენი: საკუთარი თავის გამხნევების საუკეთესო საშუალება სხვისი გამხნევებაა.

მონტენი: მნიშვნელოვანია ის ადამიანი, ვინც მაშინ გეხმარება, როცა დახმარებას არ სთხოვ.

კონფუცი: ადრე ვუსმენდი ადამიანებს და მათი საქმეების მჯეროდა. ახლა ვუსმენ ადამიანებს და მათ საქმეებს ვაკვირდები.

კანტი: ბოროტი ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, რადგან საკუთარ თავთან დარჩენილი ბოროტთან პირისპირ რჩება.

ჟვანეცკი: ქალის შექმნით ღმერთს პრობლემებიც შეექმნა.

შოუ: არსებობენ ქალები, რომლებიც ლაპარაკობენ, რაც იციან, დანარჩენები გაცილებით მეტს ლაპარაკობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი