ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 25.09, 2022 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ვოვენარგი: ადამიანობას განაპირობებს ორი რამ – მოთმინება, როცა არაფერი გაგაჩნია და ქცევა, როცა ყველაფერი გაქვს.

მენანდრე: ჰკითხე საკუთარ თავს, ბედნიერი თუ ხარ და შენ აღარ იქნები ბედნიერი.

ჰენრი ტოგო: თუკი გსურთ, დაარწმუნოთ ადამიანი, რომ ის ცუდად ცხოვრობს, თქვენ იცხოვრეთ კარგად.

ილონ მასკი: შეცდომის დაშვება საშიში არაა. მთავარია, ყოველთვის ახალი შეცდომა დაუშვა.

დალაი ლამა: სამი წესი დაიცავი – პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვებს, პასუხისმგებლობა აიღე ყველა შენი საქციელისთვის.

ლუიზა ჰეი: სხვა ადამიანს ვერ შეცვლი, სანამ თავად არ შეიცვლები.

დანტე: იმაზე დიდი ტანჯვა არაფერია, როდესაც უბედურების პერიოდში ბედნიერ დროს იხსენებ.

ჯეკი ჩანი: ბევრი რამაა მოფიქრებული, რომ არ იფიქრო.

მორუა: სიბერე მაშინ იწყება, როცა სიმამაცე კვდება.

მარკოზ მოსაგრე: ვისაც ვნებები სძულს, იგი მათ მიზეზს განაგდებს, ხოლო ვინც მათ წარმოშობის მიზეზებთან ჩერდება, იგი დაძლეულა ვნებებისგან.

ტიხონ ზადონელი: ვინც სოფელს სძულს, ის ღმერთს უყვარს.

იოანე ოქროპირი: მას, ვისაც სურს, თავიდან აირიდოს მომავალი უბედურებები, სიხარულით უნდა აიტანოს ის, რაც დღეს შეემთხვევა.

ლინკოლნი: ხასიათი ხეს ჰგავს, რეპუტაცია კი – მის ჩრდილს. ჩვენ ჩრდილზე ვზრუნავთ, სინამდვილეში კი ხეზე უნდა ვიზრუნოთ.

გრასიანი: სჯობს, ფასში მოტყუვდე, ვიდრე საქონელში.

არისტოტელე: მეტად დასაფასებელია ბავშვის აღმზრდელი, ვიდრე მისი გამჩენი.

ჰაინე: ქალი ერთდროულად გველიც არის და ვაშლიც.

ტალეირანი: თქვენ ვერ ისიამოვნებთ ქალით, თუ მის გაგებას მოისურვებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი