ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№36

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 18.09, 2022 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

სოლონი: იმ ქალაქშია საუკეთესო მმართველობა, სადაც მოქალაქეები, რომლებისთვისაც შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, შეურაცხყოფილებზე უფრო ნაკლებად არ სდევნიან სხვის შეურაცხმყოფლებს.

ავრელიუსი: ადამიანს სიკვდილის კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ უდარდელი ცხოვრების.

დეფო: დღეს ის გვიყვარს, რაც ხვალ შეგვზიზღდება. დღეს ვეძებთ იმას, რასაც ხვალ გავექცევით.

ჯონ გოტი: თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ბოსი სულელია, გახსოვდეთ, რომ სამუშაო არ გექნებოდათ, ის რომ ჭკვიანი ყოფილიყო.

ელჩინ საფარლი: ზურგში დანას ყველაზე ხშირად ის გირტყამს, ვისაც მკერდით იცავ.

ეგზიუპერი: თუკი ადამიანმა გამცემლობა შენ გამო ჩაიდინა, მას ნუ დაუკავშირებ ცხოვრებას, ადრე თუ გვიან ის შენც გაგყიდის.

კვინტილიანე: ადვილია, ავნო. რთულია, დაეხმარო.

ედმუნდ ბერკი: თუკი მხარდაჭერის არარსებობაზე ვჩივი, ეს იმის დადასტურებაა, რომ მხარდაჭერას არ ვიმსახურებ.

იოანე ოქროპირი: ის კი არ არის გონიერი, ვისაც დასჯა შეუძლია, არამედ ის, ვისაც დანაშაულებრივი საქციელისგან დაცვა ძალუძს.

სქიმმონაზონი პართენი: მსჯელობა ყველაზე უკეთესია, მოთმინება – ყველაზე საჭირო, მდუმარება – ყველაზე კარგი, მრავლისმეტყველება – ყველაზე ცუდი.

ამბა ნესტორი: ვინც ერთ ვნებას წააქეზებს, რათა მისი საშუალებით სხვები დაასუსტოს, ყველა ვნებას უხსნის კარს.

პუბლიუს სირიუსი: ცუდად ისინი ცხოვრობენ, ვინც ცხოვრებას მთელი სიცოცხლე აპირებენ.

ჯებრანი: შეიძლება, დაივიწყო, თუ ვისთან ერთად იცინოდი, მაგრამ ვერასოდეს დაივიწყებ, ვისთან ერთად გიტირია.

ჰენრი ტორო: საქმე ის კი არ არის, რას უყურებ, არამედ ის, თუ რას ხედავ.

ჰაინე: ერთადერთი სილამაზე, რომელიც მე ვიცი, ჯანმრთელობაა.

შანელი: ქალმა ყოველთვის იცის, რა უნდა, მაგრამ არასოდეს იცის, რა მოუხდება.

აკუნინი: ჯერ არ დაბადებულა ქალი, რომლის სიამაყე უფრო მაღლა დგას, ვიდრე ცნობისმოყვარეობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი