ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№22

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ლაო ძი: თუ დეპრესიაში ხარ, ესე იგი, შენ ცხოვრობ წარსულით; თუ შეწუხებული ხარ, ესე იგი, შენ ცხოვრობ მომავლით. თუ მშვიდი ხარ, ესე იგი, შენ ცხოვრობ აწმყოთი.

კონფუცი: ისწავლო და არ გაიაზრო, ეს დროის ტყუილად კარგვაა, მაგრამ იაზროვნო და არ ისწავლო – დამღუპველი.

რუზველტი: გაზარდო ადამიანი ინტელექტუალად, მაგრამ აღზარდო მორალისა და ეთიკის გარეშე, ნიშნავს შექმნა ყველაზე დიდი საფრთხე საზოგადოებისთვის.

ილია: მე მაინც იმას ვამბობ, რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონე მარტო ცოდნა და განათლებაა!

ტოლსტოი: ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანებს ვუყვარვართ იმის გამო, რომ კარგები ვართ და ვერ ვხვდებით, რომ იმიტომ ვუყვარვართ, რომ კარგები არიან ისინი, ვისაც ვუყვარვართ.

მონტენი: ყურები აქვს მხოლოდ მას, ვისაც ჭკუა აქვს. ვისაც ჭკუა არ აქვს, მხოლოდ პირი აქვს.

დოსტოევსკი: ჭკუა მოუცია ღმერთს, მაგრამ საკუთარი აზრები – არა. გული გაქვს, მაგრამ დიდსულოვნება – არა.

მოშე დაიანი: თუ მშვიდობა გინდა, მეგობრებს კი არა, მტრებს უნდა ესაუბრო.

ილია მეორე: ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარობელი, ყოველმა ადამიანმა რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს და სხვა ადამიანები გაახაროს.

ნეტარი ავგუსტინე: ეკლესია წმიდანთა სამყოფელი კი არ არის, არამედ მონანიე ცოდვილთა თავშესაყარია.

პლუტარქე: სხეული არის სულის იარაღი, ხოლო სული – იარაღი ღმრთისა.

სენეკა: დატკბი ამჟამინდელი სიამოვნებით ისე, რომ არ ავნო მომავალს.

ვოვენარგი: საკითხავი ის კი არაა, არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, საკითხავი ისაა, ცოცხალი იყავი თუ არა გარდაცვალებამდე.

რემარკი: ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.

მურაკამი: მე არ მიყვარს მარტოობა, უბრალოდ, არ ვიჩენ ზედმეტ ნაცნობებს, რათა ადამიანებზე ერთხელ კიდევ არ დავკარგო რწმენა.

პუშკინი: ყველა ქალი მშვენიერია, ხოლო სილამაზეს მათ მამაკაცის სიყვარული ანიჭებთ.

ჟვანეცკი: საკუთარი ცოლი უნდა გიყვარდეს. უბრალოდ უნდა გიყვარდეს. თუ ვიღაცის აღზრდა გინდა, იყიდე ძაღლი!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი