ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№19

ავტორი: „თბილისელები“ 59 წუთის წინ

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

აინშტაინი: თეორია არის, როცა ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არაფერი მუშაობს. პრაქტიკა კი – როცა ყველაფერი მუშაობს, მაგრამ არავინ იცის, რატომ. ჩვენ კი თეორიასა და პრაქტიკას ვაერთიანებთ – არაფერი მუშაობს და არავინ იცის, რატომ.

ტვენი: დედოფალი ის კი არ არის, ვინც მართავს, არამედ ის, ვინც მეფეს უყვარს.

სოკრატე: ბრძენს არ სჭირდება კანონი, მას განსჯა შეუძლია.

რუსო: ძლიერი ადამიანები ჩუმად ტირიან და ყველაზე გულწრფელად იღიმიან.

დოსტოევსკი: ღალატი ფულზე დაგეშილი ადამიანების „პროფესიაა“.

პლატონი: ბრძენი საუბრობს მაშინ, როცა რაღაც აქვს სათქმელი, სულელი კი მაშინ, როცა ამის საშუალება მიეცემა.

ოტია: არ შეიძლება, ყველას უყვარდე ან სძულდე, მაგრამ გააჩნია, ვის სძულხარ და ვის უყვარხარ.

ჩესტერფილდი: ადამიანი მხოლოდ ორი მიზეზის გამო იცვლება: მას ან გული ატკინეს, ან ბევრ რამეს მიხვდა.

ილია მეორე: ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოება მარადიულობასთან. ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე.

მამა გაბრიელი: უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს. ჯოჯოხეთი უფლისგან განშორებაა.

ბერი პაისი: ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი.

ტრუმენ კაპოტე: ცუდია, როცა არ გაქვს ის, რაც გინდა, მაგრამ ბევრად უარესია, როცა სხვისთვის ისიც არ გემეტება, რაც თავად არ გჭირდება.

ვოლტერი: როცა ბრმას მხედველობა დაუბრუნდება, პირველ რიგში, ჯოხს გადააგდებს, რომელიც სულ ეხმარებოდა... ასეა ყველა დაუნახავი.

ვოვენარგი: როცა ადამიანები ხედავენ, რომ მათ გარეშეც შეძელი კარგად ყოფნა, სწორედ მაშინ უნდებათ დაბრუნება.

დოჩანაშვილი: ადამიანის სენია, კარგზე მეტად რომ ცუდი შეგნიშნონ და ამაზე ილაპარაკონ.

ჟვანეცკი: ცუდი ქალებისგან ღმერთმა დაგიცვას, კარგებისგან შენ თვითონ დაიცავი თავი.

რობერტ ფროსტი: ერთი ქალი ოც წელს ანდომებს იმას, რომ თავისი შვილისგან მამაკაცი დადგეს, ხოლო მეორეს ოცი წუთი სჭირდება იმისთვის, რომ ის ბავშვად აქციოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი