ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№23

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ბეკონი: ადამიანის ცოდნა და ძლევამოსილება ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მიზეზების უცოდინრობა აძნელებს ქმედებას.

მაკიაველი: ხელმწიფე ყოველთვის უნდა ეთათბირებოდეს სხვებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ეს მას სურს და არა მაშინ, როცა ეს სხვებს სურთ; და ის ვალდებულია, ხმა ჩააწყვეტინოს თითოეულს, ვინც გაიფიქრებს, თხოვნის გარეშე მიართვას მას რჩევები.

სტალინი: კარგი ცხოვრება საჩუქრად არ გაიცემა.

გოეთე: ლაჩარი მხოლოდ მაშინ აგზავნის მუქარას, როდესაც დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში.

ფროიდი: ასაკში შესვლისას ადამიანი უფრო ცუდად ხედავს, მაგრამ უფრო მეტს.

რუზველტი: დაიჯერე, რომ შეგიძლია და შენ უკვე შუა გზაზე ხარ.

კონსტანტინე: მარტო წიგნები, უნივერსიტეტი და თეატრი როდი აყალიბებენ ადამიანს, არამედ უშუალო შეხლა ცხოვრებასთან, რომელიც თავადაც უდიდესი უნივერსიტეტია.

ვოლტერი: ბოროტების თესვა იოლია, იმიტომ რომ მას მოვლა არ სჭირდება – თავისით იზრდება და მრავლდება. სიკეთეს კი ხვნა უნდა, თესვა, მარგვლა, მოვლა, რათა არ გახმეს.

ილია მეორე: იცოდეთ, შემოქმედი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებთ, რისი აღებაც თქვენ არ შეგიძლიათ. სიმშვიდითა და სიმდაბლით მიიღეთ ცხოვრების ტვირთი.

მამა გაბრიელი: მიენდე ღმერთს და იმაზე უკეთ დაგილაგდება ცხოვრება, ვიდრე წარმოიდგენდი.

ნილოს სინელი: რაც უფრო მეტ სიკეთეს გასცემ, მით უფრო მდიდარი ხდება შენი სული.

თეოფრასტე პარაცელსი: წარმოსახვის ძალას შეუძლია, განკურნოს ადამიანი ისევე, როგორც შეუძლია, გამოიწვიოს ავადმყოფობა.

მონტენი: თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ ზუსტად ისეთი ადამიანი ხარ, როგორადაც სხვა ადამიანებს ახასიათებ.

ჩესტერფილდი: თუ ადამიანი მხოლოდ მაშინაა კეთილი, როცა მას სხვები უყურებენ – ეს მხოლოდ როლია და არა კეთილშობილი ბუნება.

არისტოტელე: იღბალი იმის მხარესაა, ვინც კმაყოფილია.

ჟვანეცკი: წარუმატებელი მამაკაცი არის პრობლემა, რომელიც ქალებს მოსვენებას არ აძლევს.

უაილდი: მე მიყვარს მამაკაცები მომავლით და ქალები – წარსულით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი